21:03 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
კალაძის ინფორმაციით, პირველ მარტამდე გახდება ცნობილი, რამდენი ხნით გადავადდება გაზის ტარიფის ზრდა

ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე „სოკართან“ მოლაპარაკება მიმდინარეობს, რათა გაზის გაძვირება არ მოხდეს.

 

საქართველოს ჯონ ქერი ეწვევა

საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის პირველი სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დასრულდა. 

თეა წულუკიანი: SIDA ჩვენი ყველაზე ერთგული, ძვირფასი პარტნიორია, მათთან თანამშრომლობას მომავალშიც ვგეგმავთ

SIDA ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული, ძვირფასი პარტნიორია, მათ პატივს ვცემთ და მათთან თანამშრომლობას მომავალშიც ვგეგმავთ,-ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გოგა ხაინდრავას მიერ  გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც,  შვედეთის განვითარების სააგენტო  კარლ ბილდტის მონაწილეობით კორუფციული სქემით ქართულ NGO-ებს აფინანსებს.

ლევან ბერძენიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ თუ მოინდომებს, ბევრი რამ შეუძლია

„ნაციონალური მოძრაობა“ არ არის უძლური მოძრაობა და თუ მოინდომებს ბევრი რამ შეუძლია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობასთან დაკავშირებით, შს მინისტრის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

გიორგი ვაშაძე: სახელმწიფო არ არის საჭორაო ბიურო

„სახელმწიფო არ არის საჭორაო ბიურო“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყანაში არეულობის მოწყობასთან დაკავშირებით, შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებას.

 

ნოდარ ხადური ეკონომიკური ზრდის ზუსტ პროგნოზს ვერ ასახელებს

"დღეს არსებული ინფორმაცია საშუალებას არ გვაძლევს, ეკონომიკური ზრდის ზუსტი პროგნოზი ვთქვათ", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
 

დავით ბაქრაძე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს პავლო კლიმკინს შეხვდა

უკრაინაში, სამუშო ვიზიტის ფარგლებში ევროპულ და ევროტლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს პავლო კლიმკინს შეხვდა. 

 

პროკურატურა ბიძინა ივანიშვილს დაკითხავს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.

 

ტაივანში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 31-ს მიაღწია

ტაივანში ავიაკომპანია "ტრანსაზია ეარვეისის" კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 31-ს მიაღწია.

 

გომელაურის მტკიცებით, საქართველოში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დაწყების აუცილებლობა არ არის

საქართველოში ანტიტერორისტული, ანტიკრიმინალური სპეცოპერაციის დაწყების აუცილებლობა არ არსებობს,-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

თსუ პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატურას სთავაზობს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე იურიდიული ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ირაკლი ბურდულის კანდიდატურას სთავაზობს.

 

ჯანელიძე: სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს გვექნება ზუსტი ინფორმაცია ნატო-ს ცენტრის ადგილსამყოფელის შესახებ

„სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს გვექნება ზუსტი ინფორმაცია ნატო-ს ცენტრის ადგილსამყოფელის შესახებ“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბერუჩაშვილი: საქართველოს დიალოგს რუსეთთნ ალტერნატივა არ აქვს

„რუსეთთან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს“,- ამის შესახებ ბერუჩაშვილმა რადიო "ამერიკის ხმის” ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

მინდია ჯანელიძე ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

 

მამუკა გვარამიასა და როსტომ ლაზარიას აღმკვეთი ღონისძიების სახით 3-3 ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ

ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ ყოფილ მთავარ პროკურორს  მამუკა გვარამიასა და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს  როსტომ ლაზარიას აღმკვეთი ღონისძიების სახით 3-3 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. 
 

სასჯელაღსრულების სამინისტრო N8 დაწესებულებაში არეულობასა და პატიმრების ღუდუშაურის კლინიკაში გადაყვანას არ ადასტურებს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 2015 წლის 5 თებერვლის ღამეს სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში იყო არეულობა, რა დროსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა პატიმრები ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, არ ადასტურებს.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics