|
2015-02-05 11:33:00, 1452 ნახვა
პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის დეტალებზე და მიღწეულ პროგრესზე. როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელება უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამასთან, მხარეებმა დაადასტურეს, რომ პაკეტის იმპლემენტაცია ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვის სისტემის ტრანსფორმაციის პროცესს, ალიანსთან თავსებადობის გაზრდას, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით მიღებული გამოცდილების გაზიარებას და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და აღნიშნა, რომ ალიანსისთვის მიუღებელია რუსეთსა და აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება. მხარეებმა თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებიც განიხილეს. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ალიანსი დადებითად აფასებს და მხარს უჭერს საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს. იენს სტოლტენბერგმა განსაკუთრებით აღნიშნა ის წვლილი, რომელიც საქართველოს შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. თავის მხრივ, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა წვლილი შეიტანოს ავღანეთში მიმდინარე ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ ოპერაციაში და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში. „შედგა ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან. ვისაუბრეთ ნატო-საქართველოს მიმდინარე თანამშრომლობის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე, რაც ძირითადად უკავშირდება არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს. ნატო-საქართველოს კომისიის მთავარი განსახილველი საკითხი იქნება არსებითი პაკეტი. ჩვენ ვართ მოწოდებული, რომ მაქსიმალურად ეფექტურად და მოკლე დროში მოხდეს პაკეტის ცალკეული ინიციატივების იმპლემენტაციის დაწყება. ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან, ხელმძღვანელობის მხრიდან, არის სერიოზული მხარდაჭერა და მზაობა, რომ ხელი შეუწყონ ამ პროცესს“, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ. გარდა ამისა, ხვალ, თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მოხსენებით წარდგება. ვიზიტის დროს დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ალიანსის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრებთან.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)