ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტის დასასრულს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა მაზარ-ი-შარიფში დისლოცირებული IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული მოინახულა.
ევროპარლამენტმა სომხეთის გენოციდის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც თურქეთს მოუწოდებს, სომხების გენოციდი აღიაროს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგი გიგიაძის ხელმძღვანელობით, ვენაში, საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის პროცესში ჩართული უწყებების წარმომადგენელთა ვიზიტი განხორციელდა.
რეფერალურ საავადმყოფოსთან პაციენტის ახლობლებმა სასწრაფო დახმარების მძღოლი სცემეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა ხორბლის იმპორტიორები, რომელთა კანონსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.
"თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარემ, ირაკლი ალასანიამ, გენერალ კალანდაძის პროკურატურაში წაყვანის დეტალები გაიხსენა და განაცხადა, რომ მისი დაჭერის ფორმა არასწორი იყო.
კიევში ყოფილი დეპუტატი, პარტია „რეგიონების“ წევრი ოლეგ კალაშნიკოვი გარდაცვლილი იპოვეს.
„ჩვენ დაჩქარებული წესით ვანიჭებთ სტატუს ყველა იმ ადამიანს, რომელიც საქართველოს საზღვარს მოადგება“,-ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა სირიიდან და ერაყიდან შემოსულთათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით განაცხადა.
შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის“, შპს „ქ. ბათუმის N4 პოლიკლინიკის“, შპს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ონკოლოგიური ცენტრის"ექიმები, 18 აპრილს, უფასო სამედიცინო აქციას ჩაატარებენ.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ „ფარულ ფლირტს“ უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ პარტია ქვეყნისთვის ღირებულია.
"კი, ივანიშვილს მართლაც ასე ვუთხარი, სააკაშვილს არ უკადრებია ის, რაც შენ იკადრე-მეთქი",-ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ "ნანუკას შოუში" განაცხადა.
ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი ახალი ოფიციალური კურსი დაადგინა.
საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში სამი პირი: 1983 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე გიორგი ც. 1983 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ნაირა ა. და 1987 წელს დაბადებული, უზბეკეთის მოქალაქე ფერუზა კ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NNSA) ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის მაღალი დონის დელეგაციას შეხვდა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More