|
2015-04-16 11:34:58, 1893 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტი თურქეთს სომხების გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდებს
ევროპარლამენტმა სომხეთის გენოციდის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც თურქეთს მოუწოდებს, სომხების გენოციდი აღიაროს. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ სომხეთმა და თურქეთმა დიპლომატიური კავშირები უნდა აღადგინონ, გახსნან საზღვარი და ეკონომიკური ინტეგრაციის გზას დაადგნენ. გენოციდის 100 წლის თავთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტი თურქეთის მხარეს მოუწოდებს ოსმალების მიერ სომხების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული აღიაროს. ოსმალეთის იმპერიის მიერ მეოცე საუკუნის დასაწყისში სომხების გენოციდის შესახებ რომის პაპმაც ისაუბრა და მას მე-20 საუკუნის პირველი გენოციდი უწოდა. თურქულმა მხარემ რომის პაპს თურქეთის წინააღმდეგ შეთახმებაში მონაწილეობაში დასდო ბრალი და პროტესტის ნიშნად ოფიციალურმა ანკარამ ვატიკანიდან საკუთარი ელჩი გაიწვია.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)