16:18 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტებმა თავისუფლების მონუმენტი ყვავილების თაიგულებით შეამკეს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტი ლატვიაში გრძელდება.

 

უკრაინის საზღვრებთან რუსული შეიარაღებული ძალების მობილიზება შეინიშნება
ანდრის ბერზინში: ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს

ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს და ამ პროცესთან მიმართებაში ლატვიას დადებითი პოზიცია აქვს,  - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა ანდრის ბერზინშიმ ქართველ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მარგველაშვილი: იმედი მაქვს, რიგაში სწორად დაიგეგმება საქართველოს მომავალი თავისუფალ ერთა ოჯახში

„იმედი მაქვს,  რომ რიგაში ადეკვატურად სწორად დაიგეგმება აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი და მათ შორის საქართველოს მომავალი თავისუფალ ერთა ოჯახში“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლატვიელ კოლეგასთან, ანდრის ბერზინშთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზაქარეიშვილი: შევარდნაძეს, სააკაშვილს აფხაზეთზე წარმოდგენები ჰქონდათ, დღევანდელ ხელისუფლებას, ასე მკაფიოდ გამოკვეთილი არ აქვს

„ედუარდ შევარდნაძეს, მიხეილ სააკაშვილს  თავისი წარმოდგენები ჰქონდათ აფხაზეთზე, დღევანდელ ხელისუფლებას  ასე მკაფიოდ გამოკვეთილი არა აქვს“, - ამის შესახებ  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში განაცხადა.

 

უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით კანონში ცვლილება შედის

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების,დანაშაულებრივი გზით ფულადი სახსრების (ქონების) ლეგალიზაციის აღკვეთის მიზნით „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის. 

ირაკლი ღარიბაშვილმა და ვახტანგ გომელაურმა შსს-ს ტექნოლოგიური ინოვაციებისა და სწავლების ცენტრი გახსნეს

თბილისში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ–ტექნიკური დეპარტამენტის ტექნოლოგიური ინოვაციებისა და სწავლების ცენტრი გაიხსნა. 

 

"ბავშვი №44"-ის პრემიერა რუსეთის შემდეგ საქართველოშიც არ გაიმართება

რუსეთის შემდეგ ამერიკული კინოფილმის "ბავშვი №44" პრემიერა საქართველოშიც არ გაიმართება.

ლაგოდეხში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რანთიგ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. 

 

გომელაური: მესაზღვრე, რომელმაც შეცდომა დაუშვა და არასრულწლოვანი გაატარა, დაისჯება

შინაგან საქმეთა მინსიტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მესაზღვრე, რომელმაც საზღვარზე შეცდომა დაუშვა და არასრულწლოვანი გაატარა, დაისჯება.

კახეთში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს

კახეთში, ლაგოდეხის რაიონში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. 

წულუკიანი IDFI-ს კვლევაზე: ამ ციფრებში რაიმე საგანგაშოს ვერ ვხედავ

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს ინფორმაციას საგანგაშოდ არ მიიჩნევს. 

 

საქართველოს პრეზიდენტი რიგაში ლატვიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რიგაში, ლატვიელ კოლეგას შეხვდა.

 

დავით ბაქრაძე: რიგის სამიტამდე პრეზიდენტის ლატვიაში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, ლატვიაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. პრეზიდენტი რიგაში ქართულ დელეგციასთან ერთად გაემგზავრა. 

ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის შეხვედრაში მონაწილეობს

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრაში მონაწილეობს.

 

თეა წულუკიანი: ქვეყნიდან მოქალაქეების გასვლა ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობისთვის დასჯადი იქნება

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ქვეყნიდან მოქალაქეების გასვლა ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად სისხლის სამართლის წესით იქნება დასჯადი. 

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics