00:14 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
პაატა ზაქარეიშვილი: რუსეთის აგრესიას ნუ გავუთამამდებით და მის წისქვილზე წყალს ნუ დავასხამთ

„რუსეთის აგრესიას ნუ გავუთამამდებით,  შეუძლებელია ბანერების მოცილებით ომი მოიგო“,-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბარში მედიის წარმომადგენლების მიერ საოკუპაციო ხაზთან  გამართული აქციის შეფასებისას განაცხადა.

 

ბერუჩაშვილი: გამოვიყენებთ ყველა ფორმატს, რათა საქართველოში მიმდინარე პროცესები პარტნიორებმა კარგად შეაფასონ

საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, გამოყენებული იქნება ყველა ფორმატი, რათა საქართველოში მიმდინარე პროცესები პარტნიორების მხრიდან კარგად იყოს შეფასებული და გაზიარებული.

 

პრემიერ-მინისტრმა ფრანგ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვახერხოთ, რომ საფრანგეთსა და საქართველოს შორის ტრადიციული საუკეთესო ურთიერთობა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მრავალფეროვანი, დინამიური და ეფექტური გავხადოთ ჩვენი თანამშრომლობა ყველა სფეროში; ერთობლივ ძალისხმევას ბევრის გაკეთება შეუძლია, - ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.

 

შსს-მ ე.წ. „ექსტაზი“ და მეტამფეტამინი ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1968 წელს დაბადებული ჯოსკუნ უ. ქარელის რაიონის სოფელ რუისთან დააკავეს.

სასაზღვრო პოლიციამ დიდი ოდენობით უკანონო თამბაქოს ნაწარმი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად გადატანის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე, 1960 წელს დაბადებული გიორგი ლ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „ვალეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

 

თავდაცვის მინისტრი ფრანგ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს

ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩომ საზეიმო ღონისძიება თბილისში გამართა.

 

ანა დოლიძე ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა.

 

გიგლა აგულაშვილი დიდი დმანისის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  ვიცე პრეზიდენტ თეიმურაზ  ნანეიშვილთან ერთად  დიდი დმანისის (აბულბუქის  ტერიტორია ) მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

 

საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა

გლდანში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა.

 

აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში დღეს გაიმართება

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში დღეს გაიმართება.

 

1 დოლარი 2.2619 ლარი ღირს

ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.

 

გრიგოლ გეგელია: როცა საქმე სამშობლოს მტრისგან დაცვას ეხება, ჩოხოსნები უჩინარდებიან
თურქეთში ავარიის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე გარდაიცვალა ორი კი მძიმედ დაშავდა
მერია: დავით ნარმანიას მოსკოვის მერისთვის ოფიციალური მოსაწვევი არ გაუგზავნია
გლდანში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 8 დაშავდა
მიტროპოლიტი ანდრეა: არის მოთხოვნა, რომ ახალგორის რაიონში მოღვაწე სასულიერო პირებმა იქაური მოქალაქეობა მიიღონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics