02:42 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-15 10:07:04, 464 ნახვა

პოლიტიკა
პაატა ზაქარეიშვილი: რუსეთის აგრესიას ნუ გავუთამამდებით და მის წისქვილზე წყალს ნუ დავასხამთ

„რუსეთის აგრესიას ნუ გავუთამამდებით,  შეუძლებელია ბანერების მოცილებით ომი მოიგო“,-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბარში მედიის წარმომადგენლების მიერ საოკუპაციო ხაზთან  გამართული აქციის შეფასებისას განაცხადა.

როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა,  ოლიმპიადის წინ რუსეთი ცდილობს მაქსიმალურად დაძაბოს ვითარება საქართველოში და ამ კუთხით საზოგადოების მიამიტი წარმომადგენლები გამოიყენოს, რომელიც რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს.

 „მე ომის მონაწილე ვარ და ის თაობა, რომელიც  ომის მონაწილეა   კარგად იციან  რა არის ომი.  სამი ომი გადავიტანეთ.  ნუ გავუთამამდებით რუსეთის  აგრესიას,  ბანერის მოცილებით ომი მოიგო ეს არის შეუძლებელი.  ახალგაზრდები არიან  და არ იციან რა არის ომი. არც სააკაშილმა იცოდა რა იყო ომი და ამიტომ მიიღო 2008 წლის ომი.  ძალიან სიფრთხილეა საჭირო.  მადლობა უნდა ვთქვათ, რომ დღეს  შედარებით მშვიდად ჩაიარა ამ მოვლენებმა, მაგრამ  მე მაინც მოვუწოდებ ყველას, პირველ რიგში გაითვალისწინონ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები იმიტომ რომ  ესენი მიდიან თბილისში და  ადგილობრივების  ზურგზე გადადის ყველაფერი.   მშვიდობიანი აქციები მისასალმებეილია და აუცილებელია, მაგრამ ჩვენ  თუ გავთვლით კარგად რა შეიძლება მოიტანოს  ამ მოქმედებებმა, მაშინ ჯობია, რომ  რუსეთის წისქვილს წყალი  არ დავასხათ. რუსეთს სჭირდება აჩვენოს მსოფლიოს, რომ თუ როგორ ხდება კონფლიქტის ესკალაცია“,-აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

ამასთან, ზაქარეიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა რუსეთის პროვოკაციაზე არ წამოგებულმა.

მისივე განმარტებით, საქართველომ მსოფლიოს უნდა  აჩვენოს, რომ ის თავის ვალდებულებას ასრულებს როგორც ოლიმპიადის მიმართულებით, ისე ნავთობსადენის დაცვით.

„ჩვენ არ უნდა ავყვეთ რუსეთის  პროვოკაციას და მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ  საქართველო არის მდგრადი.  ასრულებს ყველა ვალდებულებას  ისე როგორც ოლიმპიადის მიმართულებით, ასევე   ნავთობსადენების დაცვით. რუსეთს ბოლო სამი წლის განმავლობაში გარდა მავთულხლართების იქით- აქეთ გადატანისა სხვა არაფერი არ დარჩენია. პრაქტიკულად ბოლო სამი წელია რუსეთი ერთი და იგივე პროვოკაციებს ახორციელებს“,-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics