18:04 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ავღანეთში, „მტკიცე-მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში ტაქტიკური სწავლება გაიმართა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „მტკიცე-მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში ტაქტიკური სწავლება გაიმართა.

 

ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო.

 

საკრებულოს ოპოზიციის ინფორმაციით, დედაქალაქის მთავრობაში საკადრო ცვლილებები კიდევ იგეგმება

საკრებულოს ოპოზიციის ინფორმაციით, დედაქალაქის მთავრობაში საკადრო ცვლილებები კიდევ იგეგმება. ოპოზიცია კონკრეტულ გვარებს ასახელებს, ვინც შესაძლოა თანამდებობა დატოვოს. 

კახი კალაძე ცოლის ძმას თანამდებობის დატოვებას ურჩევს

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე თავის ცოლის ძმას, თბილისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს გიორგი არეშიძეს, თანამდებობის დატოვებას ურჩევს. 

„გლობალური კონკურენტუნარიანობის მოხსენების“ მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 3 ადგილით გაუმჯობესდა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2015-2016 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის მოხსენების“ („The Global Competitiveness Report“) მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 3 ადგილით გაუმჯობესდა და 69-ე ადგილიდან 66-ზე (4,22-იანი ქულით) გადმოინაცვლა 140 ქვეყანას შორის.

 

საქართველოს რკინიგზელთა პროფესიული კავშირი 110 წლისაა

***საქართველოს რკინიგზელთა პროფესიულ კავშირს 110 წელი უსრულდება.

 

პრემიერ–მინისტრის ქართული ოცნება

ნება მომეცით, გაგიზიაროთ ჩემი ქართული ოცნება, – ამ სიტყვებით მიმართა გაეროს გენერალური ასამბლეის 70–ე სესიის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.

ინტერნეტ და მობაილბანკის გათამაშება „თიბისი ბანკისგან“

წამახალისებელი გათამაშება “თიბისი ბანკის” ინტერნეტბანკის მომხმარებლებისთვის! 

 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მებრძოლები მსოფლიოს საუკეთესოთა რიცხვში არიან

გაერო-ს  გენერალური ასამბლეის 70–ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე.  მისი თქმით, საქართველომ არაერთხელ დაადასტურა, რომ  მზად არის, უსაფრთხო საერთაშორისო გარემოს უზრუნველსაყოფად გასცეს იმაზე მეტი, ვიდრე მოეთხოვება.

Express Bank-ის ოქტომბრის თვის შეთავაზება - შეიძინე ნივთი Express Card-ით და მიიღე 500 Express ბონუსქულა საჩუქრად

Express Bank-ი, ყველაზე მარტივი ბანკი, იმ მომხმარებელს, ვისაც 3 თვეზე მეტია   Express Card-ით არ გადაუხდია, საქართველოს ბანკის პოსტერმინალის მეშვეობით პირველივე გადახდისას, საჩუქრად გადასცემს 500 Express ბონუსქულას. 

 

მეტროსადგურ "ვარკეთილში" მოძრაობა პარალიზებული იყო

მეტროსადგურ "ვარკეთილში" დაახლოებით, 15-20 წუთის განმავლობაში  მოძრაობა პარალიზებული იყო. 

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი თეიმურაზ მჭედლიძე და შპს „არქიმედეს“ დირექტორი გენადი ამბროლაძე დააკავეს.

 

პრემიერი აფხაზებსა და ოსებს: იმედის თვალით შევყურებ იმ დღეს, როცა თქვენ ჩვენი საერთო კეთილდღეობის თანაზიარნი გახდებით

"ჩემი ღრმა რწმენით, არავის ძალუძს ისტორიის ხელახლა დაწერა და ჩვენი საერთო წარსულის ამოშლა; იმედის თვალით შევყურებ იმ დღეს, როცა თქვენ ჩვენი საერთო კეთილდღეობის თანაზიარნი გახდებით", – ასე მიმართა გაეროს გენერალური ასამბლეის 70–ე სესიის ტრიბუნიდან საქართველოს პრემიერ–მინისტრმა აფხაზებსა და ოსებს.

ფოთის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა ავტოავარიისას დაზიანებული მედპერსონალი მოინახულეს

ზაფხულში,გრიგოლეთში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად, ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებმა -ექიმმა მანანა ლომაძემ, მედდამ- ნანული ბებიამ და ავტომანქანის მძღოლმა დავით ჯანაშიამ სხეულის დაზიანებები მიიღეს. 

გარემოს ეროვნული სააგენტო სტუდენტებს აქტუალურ საკითხებზე მსჯელობისათვის, სპეციალურ სივრცეს სთავაზობს

გარემოს ეროვნული სააგენტო სტუდენტებს სპეციალურ სივრცეს სთავაზობს, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ფუნქციებიდან გამომდინარე, მთთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელონ, მოისმინონ სპეციალისტების შეფასებები და პროფესიული ცოდნა აიმაღლონ.

 

პრემიერი: აბრეშუმის გზის აღდგენა აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური კავშირის გაღრმავების შესაძლებლობაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აბრეშუმის გზის აღდგენა ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების შესაძლებლობაა, - ამის შესახებ პრემიერმა გაეროს 70-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics