10:31 - 24 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-02 11:01:06, 648 ნახვა

საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო სტუდენტებს აქტუალურ საკითხებზე მსჯელობისათვის, სპეციალურ სივრცეს სთავაზობს

გარემოს ეროვნული სააგენტო სტუდენტებს სპეციალურ სივრცეს სთავაზობს, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ფუნქციებიდან გამომდინარე, მთთვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელონ, მოისმინონ სპეციალისტების შეფასებები და პროფესიული ცოდნა აიმაღლონ.

„NEA სფეროს“ პირველი სტუმრები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია იყვნენ. სტუდენტებს შესაძლებლობა ქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები პირადად მინისტრისგან მიეღოთ და მის სამომავლო გეგმებს გაცნობოდნენ.

“NEA სფერო“ სტუდენტებს ყოველ ხუთშაბათს 18.00 საათიდან უმასპინძლებს. მათ როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, ასევე მოწვეული სტუმრები ლექციებსა და სემინარებს ჩაუტარებენ, სტუდენტებს ასევე ექნებათ საშუალება საკუთარი კვლევები და მოსაზრებები გააცნონ ექსპერტებს.

სტუდენტებისთვის „NEA სფეროში“ განსაკუთრებული გარემო იქნება  შექმნილი, სადაც მათ ცოდნისა და გამოცდილების მიღება შეეძლებათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ძლიერი ქარის და ტურბულენტობის გამო ბორტზე რამდენიმე ადამიანი ცუდად გახდა, ბერლინი ქუთაისის რეისმა ფრენა შეწყვიტა და თბილისში დაეშვა
„როსსტატის“ გაჟონვამ უკრაინასთან ომში თითქმის 500 000 რუსის დაღუპვის შესახებ მონაცემები გამოავლინა
აშშ გემებზე კიბერშეტევების სერიაში ირანის მონაწილეობას იძიებს
გერმანიის კანცლერმა 2008 წელს უკრაინის ნატოში არ მიღების გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics