„როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში 8 ოქტომბრის ჩათვლით არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება“, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სააგენტოს დეპარტამენტის ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის სამმართველოს უფროსმა ხათუნა ქოქოსაძემ განუცხადა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს ლექცია წაუკითხა.
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ყვითელი ავტობუსები მომავლი წლიდან ეტაპობრივად ახალი ავტობუსებით ჩანაცვლდება.
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, დედაქალაში მიმდინარე ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაო ოქტომბერში დასრულდება.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი უფლებამოსილებას იჩერებს. ამის შესახებ დვალმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი უფლებამოსილებას იჩერებს. ამის შესახებ დვალმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბათუმში, ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს მშენებარე შენობის ჩამონგრეული აივანი დაეცა. შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი თემის რწმუნებული, მერაბ საცერაძე დააკავა.
მსოფლიოს თასზე საქართველოს მორაგბეთა მხარდასაჭერი მატჩი მინისტრები მონაწილეობით 6 ოქტომბერს გაიმართება.
ფოთის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია და ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი მაია მაკალათია უპოვართა სასადილოს ეწვივნენ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს ბეისბოლის ეროვნულ ნაკრებსა და აშშ-ს საზღვაო ქვეითთა გუნდ „მეომრებს“ შორის ბეისბოლის ამხანაგური მატჩი გაიმართა. მატჩი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ მეომრებსა და დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა. შეხვედრის მიზანი „დაშავებული ქართველი მეომრების“ პროგრამის შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირება იყო.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლს შეხვდა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More