22:08 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
მიკროავტობუსების დაჯარიმება - ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მერიასა და კომპანიაში

ქალაქ თბილისის მერიაში „ექსპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ ყველა მიკროავტობუსი, რომელიც გადაყვანილი იყო გაზზე, დაჯარიმდა და ყველანაირი ნორმების დაცვით პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდა - მოხსნილ იქნა გაზის ბალონები. 

დავით ლორთქიფანიძე: პიჯაკი შემომახიეს, სათვალე გამიტეხეს,არ მგონია ეს ასე რბილად დასამთავრებელი იყო

დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე 2 ოქტომბერს პარლამენტთან დაკავებული პირებისთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე, სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისგან თავს იკავებს. როგორც ლორთქიფანიძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, როგორც დაზარალებულმა გამოძიებას ჩვენება მისცა, დანარჩენი კი, პროკურატურის და სასამართლოს გადასაწყვეტია და პროცესებში არ ერევა.

ზუგდიდის 39 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 39 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი დღეს განახლდა.

 

2016 წელს სამხედრო ძალების რაოდენობა იგივე იქნება

2016 წელს, ქართული ჯარის რიცხოვნობა არ გაიზრდება და მისი რაოდენობა კვლავ 37 000-ით განისაზღვრება. ამ რაოდენობის ჯარისკაცი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება.

ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ პედაგოგების მდგომარეობის გაუმჯობესებას

დღევანდელი დღის მთავრი სლოგანია: მასწავლებლების გაძლიერება, მდგრადი საზოგადოების შენება!  თუ გვაქვს სურვილი, გვყავდეს ძლიერი საზოგადოება და განათლებული მომავალი თაობა, ხელისუფლების ვალია დაგეხმაროთ და შეგიქმნათ პირობები, რათა იყოთ მოტივირებულები და მაქსიმალურად გადასცეთ ცოდნა მოსწავლეებს, - ასე მიმართა პედაგოგებს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე.

გია ვოლსკი პარლამენტთან დაკავებულებზე: პატიმრობის შეფარდება რაღაც მეც არ მომწონს

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკის განცხადებით, 2 ოქტომბერს  პარლამენტთან დაკავებული პირებისთვის  პატიმრობის შეფარდების მომხრე არაა. თუმცა,  ვოლსკიმ სასამართლოზე ზეწოლა და პოლიტიკური გადაწყვეტილება  კატეგორიულად გამორიცხა. 

მოსიარულე ნაღმები და მერიის პასუხისმგებლობა, - სპეციალისტები თბილისის მიკროავტობუსებზე

მოსიარულე ნაღმები, - ასე აფასებენ თბილისის მიკროავტობუსებს სპეციალისტები. ტრასნპორტისა და გზების ასოციაცია თბილისის მიკრო ავტობუსებთან დაკავშირებით კვირის ბოლოს განცხადებას გააკეთებს და მოითხოვს იმ საფრთხეების აღმოფხვრას, რაც სამარშრუტო ტაქსებთან არის დაკავშირებული. 

ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა.

 

ტრეფიკინგის ფონდსა და ცენტრ „თანადგომას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდსა და საინფორმაციო სამედიცინო–ფსიქოლოგიურ ცენტრს "თანადგომა" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

თბილისის განვითარების ფონდი ბეთლემის N10 -ში გზის მოშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის განვითარების ფონდი ბეთლემის ქუჩა N10 -ში მდებარე სამშენებლო ობიექტზე  გზის მოშლის შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი იმყოფება

საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი იმყოფება.

 

ინოვაციების სააგენტოს ორგანიზებით, თერმოფილური მიკროორგანიზმების ბიოტექნოლოგიაზე პირველი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა

საქართველომ პირველ საერთაშორისო კონფერენციას ბიოტექნოლოგიების მიმართულებით უმასპინძლა. ღონისძიების ორგანიზატორები  არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სამეცნიერო ფონდი და აშშ-ის ტენესის უნივერსიტეტი. 

კახა კახიშვილი ოფიციალური ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკას ეწვევა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ოფიციალური ვიზიტით, 6 ოქტომბერს მოლდოვის რესპუბლიკაში მიემგზავრება.

 

„ნაცმოძრაობა“ ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქციას გამართავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლების გათავისუფლების და მედიაზე ზეწოლის შეწყვეტის მოთხოვნით აქციას გამართავს. აქცია სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან 19 საათზე გაიმართება. 

მახოში უფასო სამედიცინო მომსახურება 100-მდე პაციენტს ჩაუტარდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მახოში „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“-ს ექიმებმა უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარეს.

 

ვანო ჩხიკვაძე: ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების ვერ მიღებამ, შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციის პროცესზე გავლენა იქონიოს

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერ ვანო ჩხიკვაძეს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების იმედი აქვს. თუმცა, როგორც ჩხიკვაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ევროკომისიის რეკომენდაციები ქართული მხარის მიერ სრულყოფილად არაა შესრულებული და არის საკითხები, რომელთა შესრულებაც უკეთესად შეიძლებოდა. 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics