01:45 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ტრიუმფით დაასრულა.

 

გაეროს უშიშროების საბჭომ სექსუალურ ძალადობაზე რეზოლუცია მიიღო

გაეროს უშიშროების საბჭომ მშვიდობისმყოფელების მხრიდან ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ რეზოლუცია მიიღო.

იუსტიციის სამინისტრომ საგრანტო პროექტის ფარგლებში დასავლეთ საქართველოში 21 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დააფინანსა

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს მასშტაბით 21 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დაფინანსდა.

 

შსს-მ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული იური კ. ზუგდიდში დააკავეს.

 

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ოტია ჩ. თბილისში დააკავეს.

 

1 დოლარი 2.4258 ლარი ღირს

ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.

დავით აღმაშენებლის გამზირზე მოძრაობა გადაიკეტება

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიების ფარგლებში, სატრანსპორტო მოძრაობა დ. აღმაშენებლის გამზირზე  N24 სკოლიდან მარჯანიშვილის მოედნამდე  დღეს, 11:00 -დან 13:00 გადაიკეტება. 

 

ოთარ დანელია სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ  სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალციხის მუნიციპალიტეტში შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში  დაფინანსებული მეფრინველეობის ფერმა დაათვალიერა და  წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო.  

ერეკლე დეისაძე გაათავისუფლეს

ერეკლე დეისაძე გაათავისუფლეს.

კვირიკაშვილი: ეს არის დარტყმა სახელმწიფოზე, და ჩვენი პასუხი ამ დარტყმაზე იქნება უმკაცრესი

„ეს არის დარტყმა სახელმწიფოზე, და ჩვენი პასუხი ამ დარტყმაზე იქნება უმკაცრესი“, - ამის შესახებ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

 

პოლიციამ კანცელარიასთან ერეკლე დეისაძე დააკავა

საპატრულო პოლიციამ სახელმწიფო კანცელარიასთან პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების საპროტესტო აქციაზე გამართული პერფორმანსის "გასპარ ნოეს კიდობანის" მონაწილე მომღერალი ერეკლე დეისაძე დააკავა. 

გიორგი გაფრინდაშვილი აკადემიური საბჭოს წევრებს ორშაბათს შეხვდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანლერობის კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ის აკადემიურ საბჭოსთან კონსულტაციის გავლის შემდეგ აპირებს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას.
 

გაფრინდაშვილს კანდიდატურა არ მოუხსნია და უნივერისტეტის კანცლერობისთვის ბრძოლას განაგრძობს

გიორგი გაფრინდაშვილს კანდიდატურა არ მოუხსნია და განაგრძობს უნივერისტეტის კანცლერის პოსტისთვის ბრძოლას.

ბაია პატარაია: ჩვენ ვაყენებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას პრემიერ-მინისტრის დონეზე
პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ინტერპრესნიუსთან
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია „არა შანტაჟს!“ გაიმართა

„სექსი არ არის დანაშაული“, „სექსით პოლიტიკა არ კეთდება“, „პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია“, „გაეთირე ჩემი საძინებლიდან“, „ტუალეტშიც გადამიღე“, - ამ შინაარსის ტრასფარანტებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია „არა შანტაჟს!“ გაიმართა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics