მიროტაძე გავრცელებულ კადრებზე: თუ აქ რაიმე პოლიტიკური კვალია, პასუხისგება ორმაგად უნდა მოხდეს
„რაც შეიძლება სწრაფად უნდა იმოქმედონ სამართალდამცავებმა, რომ მოხდეს კრიმინალის გამოვლენა და დასჯა“, - ამის შესახებ საპარალამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ანი მიროტაძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში სოციალური ქსელით გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ კადრებთან დაკავშირებით განაცხადა.