ბათუმში პოლიციის შენობაში 31 წლის ირაკლი ქაჯაიას შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
პროკურატურა ხელისუფლების ცხვირის მოწმენდითაა დაკავებული, - ასე აფასებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე პროკურატურის განცხადებას.
ფარმაცევტულმა კომპანია „ჯი-ემ-პი“ ერთადერთი საწარმოა ამიერკავკასიაში, რომელიც წამლის წარმოების სრულ ტექნოლოგიურ პროცესს ფარმაცევტული წარმოების სტანდარტის „GMP”-ს მიხედვით ახორციელებს. თანამშრომლები მუდმივად გადიან სწავლებას სტანდარტთან დაკავშირებული სიახლეების დანერგვის მიზნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ, 31 ივლისს, სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ბრალდებულ ვახტანგ ხ.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სირიაში რუსული სამხედრო ვერტმფრენი მი-8 ჩამოაგდეს.
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში სოსო ცისკარიშვილი, გორის რაიონსა და ქარელში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ოცნება“ პარლამენტში ძალის გამოსაყენებლად ემზადება.
სამხრეთ კავკასიის ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი TBILISI OPEN AIR 2016 გუშინ 31 ივლისს დასრულდა.
პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" თავმჯდომარე პაატა ბურჭულაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ფონდ "იავნანასთან" დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.
„მივდივარ რწმენით, რომ ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთება“,-ასე მიმართა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს.
„რესპუბლიკური“ პარტიის წევრის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ხარაგაულის საკრებულოს „რესპუბლიკელი“ თავმჯდომარის ინგა მაღრაძის გადაყენების საკითხის დაყენება პარტიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.
საქართველოს მთავარი პროკურატურა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებული საქმის გამოძიების შესახებ შუალედურ ინფორმაციას აქვეყნებს.
„ჩვენ კანონში არ შეგვაქვს ცვლილება, არსებული კანონი მოითხოვს ფსიქოტროპული მედიკამენტები გაცემულ იქნას მხოლოდ სპეციალისტი ფარმაცევტის მიერ და რიგ შემთხვევაში ეს წესი დაცული არ არის“, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციებისა და სამედიცინო ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების სემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ანონო ბუაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More