|
2016-08-01 13:58:53, 797 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ ხმალაძე: ინგა მაღრაძის გადადგომის საკითხის დაყენება „რესპუბლიკელების“ წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა
„რესპუბლიკური“ პარტიის წევრის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ხარაგაულის საკრებულოს „რესპუბლიკელი“ თავმჯდომარის ინგა მაღრაძის გადაყენების საკითხის დაყენება პარტიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, არანაირი მოტივი საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებისა არ არსებობს და ეს, პოლიტიკური მოტივით ხორციელდება. „რა მოხდება მომავალში, ეს ძნელი სათქმელია. უახლოეს დღეებში მსგავსი ფაქტები არ დაფიქსირებულა. თუმცა, ის რაც ხარაგაულში ხდება, ეს ფაქტი საკმაოდ შემაშფოთებელია. რამდენადაც ვიცი, საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების არანაირი მოტივირებული საფუძველი, გარდა იმისა, რომ ის „რესპუბლიკური“ პარტიის წევრია, არ ჩანს. გადადგომის საკითხის დასმა, ეს წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. როგორც წინა ხელისუფლებას, ასევე „ქართულ ოცნებას“, როგორც ჩანს, არ ესმის განსხვავება ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმართველობას შორის. ადგილობრივი თვითმმართველობის ფორმირება და ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების დაკომპლექტება, ეს არის ორი სხვადასხვა პროცესი. პარლამენტისა და თვითმართველობის ორგანოებში არჩევნები ორ სხვადასხვა დროს ტარდება ანუ შეიძლება, ერთგან ერთ პარტიას ქონდეს უპირატესობა, ხოლო მეორეგან სხვა პარტიას. ეს დემოკრატიის ჩვეულებრივი წესია. ხელისუფლებას ეს არ ესმის. იმის გამო, რომ „რესპუბლიკური“ პარტია მმართველ გუნდთან კონკურენციის რეჟიმში იმყოფება, გადაწყვიტეს, რომ ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე შეცვალონ დ აიქ თავიანთი წარმომადგენელი აირჩიონ. პოლიტიკური დევნა გამოიყენება-ხოლმე უფრო სისხლის სამართლებრივი საქმის დროს და ა.შ. აქ ვიტყოდი, რომ ეს პოლიტიკური მოტივით „რესპუბლიკური“ პარტიის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება“, - აცხადებს ხმალაძე. ცნობისთვის, ხარაგაულის საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, სადაც „რესპუბლიკელი“ თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)