|
2016-08-01 14:09:17, 686 ნახვა
პოლიტიკა
ბურჭულაძე: დარწმუნებული ვარ, ამ პასკვილის შემკვეთს „იავნანას“ ფონდისთვის არცერთი თეთრი არ შეუწირავს
პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" თავმჯდომარე პაატა ბურჭულაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ფონდ "იავნანასთან" დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. როგორც ბურჭულაძე აღნიშნავს, ფონდ "იავნანაზე" ანალოგიური შეტევები წინა ხელისუფლების დროსაც განხორციელდა. "დღეს, საქართველოში შექმნილი სიტუაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იძულებული ვხდები განმარტებები გავაკეთო საზოგადოების წინაშე იმ ცილისწამებებსა და ცრუ ბრალდებებზე, რასაც ხელისუფლება მიზანმიმართულად ახორციელებს ჩვენს მიმართ. სამარცხვინო კამპანიის მცდელობები, რომელთაც ვერ მოჰყვა მათთვის „საჭირო“ რეზონანსი, ამჟამად შეცვალეს ჩემი ცხოვრების მრავალწლიანი საამაყო საქმის - ფონდ „იავნანას“ მისამართით განხორციელებული უპრეცედენტო ცილისმწამებლური თავდასხმით. ანალოგიური შეტევები ფონდ „იავნანაზე“ 2009 წელს წინა ხელისუფლების დროსაც განხორციელდა. დღეს უკვე მოქმედი ხელისუფლება კიდევ უფრო მიუღებელი ფორმებით მოქმედებს. ამის მიზეზი იყო და არის ის, რომ არასდროს, არავის პოლიტიკური ნების შემსრულებელი არ ვყოფილვარ და არც ვიქნები. ყველას გასაგონად ვაცხადებ, რომ ეს ბინძური კამპანია მიმართულია ქართველ ერში სიკეთისათვის გაერთიანებული ერთობის დისკრედიტაციის, ჩვენი ახლად შექმნილი პოლიტიკური მოძრაობის და რეალური კონკურენტის გზიდან ჩამოსაცილებლად, რათა ამ გზით გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნის დარჩენილი დღეები. სამარცხვინოა დაუკვეთო ასეთი სამარცხვინო პასკვილი, რომელიც პაატა ბურჭულაძეს ბავშვებისთვის, სტუდენტებისათვის შეგროვილი ფულის ჯიბეში ჩადებას დააბრალებს! ეს არის მცდელობა ქართველ ერში ჩაკლან საუკუნეებით სისხლში გამჯდარი სიკეთის კეთების იდეალები. დარწმუნებული ვარ, ამ პასკვილის შემკვეთს და მის შემსრულებლებს „იავნანას“ ფონდისთვის არცერთი თეთრი არ შეუწირავთ; ის თანხები კი, რომლებიც ამ სულმდაბალი კამპანიისათვის დამკვეთმა დახარჯა, არაერთი მრავალშვილიანი ოჯახისთვის თბილი სახლის გასაღებს შეიძენდა და უსახლკარო ბავშვების სულში იმედს გააჩენდა. გარწმუნებთ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაუსრულებელი თავდასხმებით მე და ჩემს ახალ პოლიტიკურ მოძრაობას თავის მართლების რეჟიმში ვერ გადაგვიყვანთ! იმ შესაძლებლობების სარკმელს, რომელიც შეუძლია ჩვენს პოლიტიკურ ძალას გაუღოს საქართველოს - ვერავინ ჩარაზავს! ვპირდები ჩემ ხალხს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან შევქმნით ისეთ ატმოსფეროს, სადაც ადგილი აღარ ექნება სიძულვილს და ცილისწამებას; მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება მხოლოდ ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისაკენ",-ნათქვამია ბურჭულაძის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)