07:53 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
კობახიძე: ენმ-ს აქტივისტები „ოცნების“ მხარდამჭერებს და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ
გიორგი აბაშიშვილი: განვითარებაზე ორიენტირებულ ქვეყნის მშენებლობას დავუჭირე მხარი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი საარჩევნო უბანზე  ოჯახთან ერთად მივიდა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი გააკეთა.

15:00 საათის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე აქტიური ლანჩხუთის მუნიციპალიტეტია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით, თბილისში  ყველაზე აქტიური საბურთალოს  რაიონის მე-6 მაჟორიტარული ოლქია, ხოლო ყველაზე პასიური-ისნის მე-9 მაჟორიტარული ოლქი.

რ2: მარნეულში 48-ე უბანს ქვებით და ხელკეტებით არბევენ
MDF-ი არჩევნების მიმდინარეობისას, ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტებზე საუბრობს

არჩევნების მიმდინარეობის პროცესში მედია საშუალებების რამდენიმე წარმომადგენელს მუშაობაში ხელი შეეშალათ, - ამის შესახებ მედიის განვითარების ფონდის განცხადებაშია აღნიშნული.

დავით თარხან-მოურავი: არჩევანი საქართველოს სასარგებლოდ გავაკეთე

„არჩევანი საქართველოს სასარგებლოდ გავაკეთე“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

ირმა ინაშვილი: ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის ისეთ მომავალს, სადაც არჩევნები არ ყალბდება

„ხმა მივეცი და მხარი დავუჭირე ჩვენი ქვეყნის ისეთ მომავალს, სადაც არჩევნები არ ყალბდება, სადაც არ ხდება ის, რაც ამ წუთებში ხდება იორმუღანლოში“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ცესკო-ს ცნობით, საარჩევნო უბნიდან ბეჭდის მოპარვის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნიდან ბეჭდის მოპარვის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს:

„გამჭვირვალობა“: ამ ეტაპზე 70 მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი დარღვევა დაფიქსირდა
შსს-მ ენმ-ს მხარდამჭერების ცემის ფაქტზე საქმე 125-ე მუხლით აღძრა
ცესკო ე.წ. კარუსელებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს

ცენტრალური საარჩევნო კომისია  სხვადასხვა უბანზე ე.წ. კარუსელებთან დაკავშირებით, ინფორმაციას არ ფლობს.  ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემს განუცხადა:

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“: ტყვიავში „ოცნებისა“ და ოქრუაშვილის აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ტყვიავში „ქართული ოცნებისა“ და ირაკლი ოქრუაშვილის აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, - ინფორამციას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ავრცელებს.

ერთ-ერთ უბანზე რეგისტრატორი ბიულეტენს ყუას ისე ახევდა, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიის ნომერი არ ჩანდა

ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლისში რეგისტრატორი ბიულეტენს ყუას ახევდა იმგვარად, რომ  ამომრჩეველს არ ჰქონოდა შესაძლებლობა, მიეთითებინა ბიულეტენში ნომერი1.

ცესკო: დიდუბის მე-14 უბანზე, საუბნო-საარჩევნო კომისიის მიერ შეცდომით შევსებული ოქმი გაუქმებულია
უსუფაშვილი: ჩვენ არ უნდა ვიგლოვოთ ან ვიზეიმოთ ეგზიტპოლების შედეგების შემდეგ, დაველოდებით კომისიის შედეგებს
საოლქო-საარჩევნო კომისიებში, ამ დროისთვის, საერთო ჯამში 46 საჩივარია შეტანილი

ამ დროისათვის საერთო ჯამში ყველა საოლქო-საარჩევნო კომისიაში  46 საჩივარია შეტანილი.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics