|
2016-10-08 18:13:28, 609 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ენმ-ს აქტივისტები „ოცნების“ მხარდამჭერებს და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყველა პირი, რომელიც ხელოვნურად დესტაბილიზაციის მოწყობას ცდილობს, მკაცრად დაისჯება. „სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე, 49-ე და 59-ე უბნებზე, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი აკმამედ იმამყულიევი და მისი მხარდამჭერები სიტუაციის ხელოვნურად არევას გეგმავენ. წინასწარი ინფორმაციით, იმამკულიევი აგებს არჩევნებს. 100-მდე მხარდამჭერია შეკრებილია ამ უბნებზე და კიდევ ერთხელ ცდილობენ არეულობის პროვოცირებას. ჩვენ მოვუწოდებთ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს, იმამკულიევს და მის მხარდამჭერებს, რომ ნუ შექმნიან ხელოვნურად დესტაბილიზაციას. ამ კონკრეტულ სოფელში ჩვენ მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, რომ არცერთ შემთხვევაში არ აყვნენ პროვოკაციას, ნუ უპასუხებენ ძალადობას ძალადობით. რაც მთავარია ვთხოვ ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ჩაერიონ ამ პროცესებში და უზრუნველყონ სიტუაციის განმუხტვა. ძალიან მკაცრად ვაფრთხილებთ ყველა იმ ადამიანს რომელიც ცდილობს, რომ ხელოვნურად შეიტანოს არეულობა საარჩევნო პროცესში. ყველა ადამიანი სათანადოდ დაისჯება. “, - განაცხადა კობახიძემ. როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, მათ აქვს შესაბამისი აუდიო და ვიდეო მასალა, რომელსაც აგროვებენ. ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში სპეციალური ბრიფინგი დააანონსა. „სპეციალურ ბრიფინგზე სრულ ინფორმაციას მოგაწვდით თუ რა მდგომარეობაა სხვადასხვა უბვანზე, მათ შორის იმ ხარვეზებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი მხრიდან ფიქსირდება და ასევე დარღვევებზე, რომლებიც სხვა მხრიდან ფიქსირდება“, - განაცხადა კობახიძემ.
ბრაზილიიდან გაქცეული ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ბოლსონარო შეერთებულ შტატებში ჩავიდა
აშშ ახლო აღმოსავლეთში „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო სისტემებს განალაგებს
უკრაინამ ტულას რეგიონში რუსეთის უდიდეს მეტალურგიულ და ქიმიურ ქარხანას დაარტყა
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)