საკონსტიტუციო სასამართლომ ნორმა, რომელიც მოსამართლის გამოსაცდელ სამწლიან ვადას ეხება, არაკონსტიტუციურად ცნო
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის 4¹ პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლის თანამდებობაზე იმ პირის განმწესებას 3 წლის ვადით, რომელიც არის ყოფილი ან მოქმედი მოსამართლე და აქვს სამოსამართლო საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.