ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისსა და ლონდონს (ლუტონი) შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას იწყებს.
მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 83.9 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 226.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 26.1%-ით (17.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია.
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მინისტრის პირველ მოადგილესთან ლელა სურამანიძესთან, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან მანანა ფაღავასთან და ინდირა ნაკაიძესთან ერთად საზღვაო ჰოსპიტალში იმყოფებოდა.
ევროპარლამენტმა ე.წ შეჩერების მექანიზმს მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის კორესპონდენტი რიკარდ იოზვაკი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„ვითიბი ბანკის“ ავტოსესხით ახალი ავტომობილის შეძენისას, ნებისმიერი კლიენტი საჩუქრად Georgian Automobile Club-ის სპეციალური ბარათს მიიღებს.
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და მინისტრის პირველი მოადგილე ლელა სურმანიძე საქართველოში ადიქტოლოგიის განვითარების პროექტის (ADDIGE/TEMPUS) დასკვნით კონფერენციას დაესწრნენ.
საქართველოს ბანკმა, დღეს „კავკასიის ბუნების ფონდთან“ (CNF) გააფორმა მემორანდუმი, რომლის თანახმადაც, საქართველოს ბანკის ფონდის, „სიცოცხლის ხის“ მეშვეობით, დაცული ტერიტორიების მხარადჭერისთვის 100,000 აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებას გამოყოფს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ელოდება, რომ რუსეთი ყირიმს უკრაინას დაუბრუნებს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა შონ სპაისერმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა.
რადიკალური რასისტული ორგანიზაცია "კუ-კლუქს-კლანის" ლიდერის, 51 წლის ფრენკ ანკონის ცხედარი მდინარე მისურის ნაპირზე იპოვეს, - ამის შესახებ The New York Times იუწყება.
რეჟისორი, ლარს ფონ ტრიერი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინსპირაციით სერიულ მკვლელზე ფილმს გადაიღებს,-ამის შესახებ The Guardian იუწყება.
დეკანოზი გიორგი მამალაძე რუსთავის მე-6 დაწესებულებიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More