ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, გამოძიების ფედერალური ბიუროდან და/ან ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოდან თანამშრომლები New York Times-ს და WASHINGTON POST-ს ინფორმაციას უკანონოდ აწვდიან, - ამის შესახებ დონალდ ტრამპი Twitter-ის გვერდზე წერს.
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ზაზა ხეჩუაშვილი აცხადებს, რომ სასამართლომ სეოკ-ის სარჩელის დაკმაყოფილებით მხოლოდ ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიება გააუქმა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, შპს „ცენტრ-პოინტ ჯგუფი"-ს დამფუძნებელი და დირექტორი მაია რჩეულიშვილი და შპს „დიღომი დისთრიქთ აფართმენთ"-ის საორგანიზაციო განყოფილების ყოფილი უფროსი ქეთევან ჟორდანია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადებები გააცნო.
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ერთ-ერთი მოწმის, ადვოკატ ირმა ჭკადუას განცხადებით, ის 2 თუ 3 დღის წინ დაიკითხა, თუმცა, გაუხმაურებლობის დოკუმენტზე ხელმოწერის გამო, ის საქმის დეტალებზე ვერ საუბრობს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი წევრის, მანანა კობახიძის მიერ ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.
100 გრამამდე ნედლ მარიხუანაზე პატიმრობა აღარ იქნება, - შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო.
სასტუმრო „ჰილტონში“ დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტის - „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია“ შედეგებისა და რეკომენდაციების პრეზენტაცია გაიმართა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More