16:53 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
მარიამ ჯაში: პროფესიული განათლება ეთნიკური უმცირესობებისთვის ხელმისაწვდომი გახდა

„ჩვენი მიზანია, რომ პროფესიული განათლება იყოს პრესტიჟული,  ინკლუზიური და  ხელმისაწვდომი ქვეყნის მასშტაბით არამხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ  ყველა თაობის  წარმომადგენლებისთვის“,-ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ჭიაბერაშვილი: სამთავრობო ვალის თვალსაზრისით, წელს იმ მონაცემსაც კი გადავაჭარბეთ, რაც შევარდნაძემ 2003 წელს დატოვა

„გადასახადების შემცირება გაზრდის ეკონომიკას, შეამცირებს უმუშევრობას, დაასტაბილურებს ფასებს, მაგრამ „ქართული ოცნება“ ამას არ აკეთებს, რადგან საკუთარ კეთილდღეობას ვერ ელევიან“, - ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

სამართალდამცველები შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს კითხავენ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს გელა ხვედელიძეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები კითხავენ.

აუქციონზე 45 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

მიმდინარე წლის 5 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 45 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

კობერიძე გია ხუხაშვეილზე: მაოცებს ზოგიერთი ექსპერტის ღრმა ჩართულობა პრეზიდენტის მოხსენების პროცესში

„მაოცებს ზოგიერთი ექსპერტის ძალიან ღრმა  ჩართულობა პრეზიდენტის მოხსენების პროცესში,  გია ხუხაშვილზე მაქვს საუბარი, მგონი პირდაპირ თანამონაწილეა რასაც პრეზიდენტი ამზადებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“  წევრმა ლევან კობერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ტალებ რიფაი: დავეხმარებით საქართველოს, ღირსეულ სამთო დანიშნულების ცენტრად ჩამოყალიბდეს

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ტალებ რიფაის განცხადებით, ორგანიზაცია  საქართველოსთან უაღრესად მნიშვნელოვანი, ხანგრძლივი, და თვალსაჩინო თანამშრომლობით ამაყობს.

სამადაშვილი: ამომრჩევლის ნდობა საკანონმდებლო ორგანოს მიმართ იკლებს, რაც კატასტროფულია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტის დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებით, ამომრჩევლის ნდობა საკანონმდებლო ორგანოს მიმართ იკლებს, რაც კატასტროფულია. 

ადა მარშანია: სალომე სამადაშვილს რეპლიკა მინდა ვესროლო - სანამ აქ ხართ, პარლამენტი დაკნინებულ მდგომარეობაში იქნება

„ქალბატონ სალომეს რეპლიკა მინდა ვესროლო, სანამ  „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტშია, საკანონმდებლო ორგანო დაკნინებულ მდგომარეობაში იქნება“, - ასე მიმართა ფრაქცია „პატრიოტების“  წევრმა ადა მარშანიამ  „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ სალომე სამადაშვილს.

ჭიაბერაშვილი: შეიძლება ადამიანი თვლიდეს, რომ ეს მავნე ჩვევაა, მაგრამ სანქცირებას ნელ-ნელა უნდა მიეჩვიოს

„მსოფლიო პროცესს, როცა მოწევის შეზღუდვა ხდება, ფეხი უნდა ავუწყოთ“, - ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტში, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებათა პაკეტთან დაკავშირებით განაცხადა.

კაპანაძე: მთელი იდეა საპარლამენტო დებატების ის არის, რომ მოსახლეობამ ყველაფერი გაიგოს

„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში ტელეკომპანია GDS-დან გადასულმა დირექტორმა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებას საპარლამენტო დებატები არ მიაწოდოს.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში 8 აპრილს ქირურგიისა და ენდოკრინოლოგიის მიმართულებებით უფასო კონსულტაციები გაიმართება

8 აპრილს საჩხერის სამედიცინო ცენტრში მსურველებს უფასო კონსულტაციებზე მიიღებენ თბილისიდან მიწვეული ქირურგი, მედიცინის დოქტორი ბაკურ არაბული და საჩხერის სამედიცინო ცენტრის ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი დიანა გიორგაძე.

თიბისი არტ გალერეა უჩა ჯაფარიძის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

თიბისი არტ გალერეაში ცნობილი ქართველი მხატვრის, უჩა ჯაფარიძის  ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. გამოფენა  მხატვრის 110-ე წლისთავს ეძღვნება.

სტამბოლის პროკურატურა ოპოზიციური გაზეთის ჟურნალისტებისთვის 7-დან 43 წლამდე პატიმრობას მოითხოვს

თურქეთის პროკურატურა ოპოზიციური გაზეთის Cumhuriyet-ის ჟურნალისტებისთვის 7-დან 43 წლამდე პატიმრობას მოითხოვს, - ამის შესახებ Middleeasteye.net იუწყება.

თამარ ხულორდავა: გუშინდელი მონაცემებით, ვიზალიბერალიზაციით საქართველოს 2909 მოქალაქემ ისარგებლა

„უვიზო გადაადგილებით  უკვე ისარგებლა საქართველოს ბევრმა მოქალაქემ, ორი ათას ცხრაას ცხრა ადამიანმა, გუშინდელი მონაცემია“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

სოზარ სუბარი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას დაესწრება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის ინფორმაციით, ის პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხენებას დაესწრება.

იანვარ-მარტში საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში 14 199 018 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში 14 199 018 ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 85%-ით აღემატება.  

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics