|
2017-04-05 14:51:38, 1639 ნახვა
საზოგადოება
მარიამ ჯაში: პროფესიული განათლება ეთნიკური უმცირესობებისთვის ხელმისაწვდომი გახდა
„ჩვენი მიზანია, რომ პროფესიული განათლება იყოს პრესტიჟული, ინკლუზიური და ხელმისაწვდომი ქვეყნის მასშტაბით არამხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ ყველა თაობის წარმომადგენლებისთვის“,-ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დეპუტატის თქმით, პროფესიული განათლება უნდა პასუხობდეს შრომის ბაზრის მუდმივად ცვალებად მოთხოვნებს, რაც პირდაპირ აისახება დასაქმების უკეთეს მაჩვენებლებში. „2013 წლიდან დაიწყო პროფესიული სასწავლებლების გზების გაძლიერება რეგიონში, მას შემდეგ რაც წლების განმავლობაში ნადგურდებოდა არსებული ინფრასტრუქტურა. დღეს პროფესიული განათლება ხორციელდება ქვეყნის მასშტაბით 23 სახელმწიფო კოლეჯში , 14 სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში, პილოტურად აგარის საჯარო სკოლაში და 80-მდე კერძო კოლეჯში. მთლიანად განახლდა ყველა არსებული სახელმწიფო პროფესიული კოლეჯის ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ 130 წლის ისტორიულად უმნიშვნელოვანესი კოლეჯი, რომელიც ილია წინამძღვრიშვილის მიერ 1883 წელს იყო დაარსებული და რომელიც ლიკვიდირებული იყო 2010 წელს განახლდა და მან მიიღო სტუდენტების პირველი ნაკადი 2016 წელს“,-განაცხადა ჯაშმა. მისივე თქმით, პროფესიულ საქმიანობაზე დაფუძნებული დუალური პროგრამები ინერგება. „ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიის, ნორვეგიის, მთავრობების ერთობლივი თანამშრომლობითი პროგრამებით, ასევე ევროკავშირის პროგრამებით ჩვენ ვახორციელებთ ინოვაციურ მიდგომებს განათლების სამინისტროს კოორდინაციით, და ასევე ინერგება პროფესიულ საქმიანობაზე დაფუძნებული დუალური პროგრამები. ასევე აღვნიშნავ, რომ ხელმისაწვდომი გახდა პროფესიული გახდა ეთნიკური უმცირესობისთვის, დღეს უკვე აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე ხდება ჩასარიცხი გამოცდების ჩაბარება. 11 ათასზე მეტი სტუდენტი, ყოვეწლიურად სტუდენტების მზარდი რიცხვი და 23%-ით საშუალოდ გაზრდილი დასაქმების მაჩვენებელი. ეს არის შედეგი, რომელიც ბოლო ორი წლის მანძილზე ფიქსირდება. რჩება გამოწვევები, ჩვენი მიზანია, რომ პროფესიულ განათლებაში ბევრად უფრო მეტი სტუდენტი ჩაერთოს , პროფესიული განათლების გვაქვს შესაძლებლობა ასი ათასი ადამიანი დავასაქმოთ“,-აღნიშნა ჯაშმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)