2017-04-05 14:31:22, 2375 ნახვა
ეკონომიკა
აუქციონზე 45 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
მიმდინარე წლის 5 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 45 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
როგორც "ექსპრესნიუსს" საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს, აუქციონში მონაწილეობა 6 კომერციულმა ბანკმა მიიღო.
"მოთხოვნამ შეადგინა 78 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.300 პროცენტით, მაქსიმალური 7.680 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.654 პროცენტით განისაზღვრა", - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან
სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკმა ბიზნეს ნაკრებები განაახლა - ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება
საქართველოს ბანკი 2026 წლის სოციალური პასუხისმგებლობის შედეგებს აჯამებს - ინიციატივები, რომლებიც Euromoney-მ რეგიონში საუკეთესოდ აღიარა
ჯაფარიძე კობახიძეს - მეორე არის ქ-ნი ეკა, მესამე ბერა, მერე ცოტნე, უტა, გვანცა, ადიკო, ბიძინას დაცვის უფროსი, დაცვის წევრები, მზარეულები, დამლაგებლები
ნინო წილოსანი - ჩინეთი არის ჩვენი ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორი