15:50 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა

2017 წლის 4 აპრილს, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) გამოცხადდა კონკურსი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტისა და ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის პროგრამების მართვისა და სამედიცინო მომსახურების განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობებზე.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ მოხსენებას დაესწრება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან ერთად დაესწრება.

შსს-მ გურჯაანსა და ფონიჭალაში ნარკორეალიზატორები დააკავა - ამოღებულია 13 გრამი ჰეროინი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალასა და გურჯაანში ნარკორეალიზატორები დააკავა.

თბილისში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების მე-3 საერთაშორისო კონფერენცია ინოვაციური სტრატეგიები სამთო ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის“ დღეს თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიხსნა.

მეცნიერებათა აკადემიაში შალერ ბენიას დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინიციატივითა და ორგანიზებით ცნობილი მეცნიერის, პროფესორ შალერ ბენიას დაბადებიდან  70 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე „საქართველოს თანამედროვე ეკონომიკური მდგომარეობა და მისი განვითარების პერსპექტივები“ გაიმართა.

გახარია: ჩვენი, როგორც ტურისტული ქვეყნის ბრენდინგის მნიშვნელოვანი ნაწილი, მთის კურორტები უნდა იყოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთის კურორტები ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გაერო-ს მსოფლიო ორგანიზაციის ტურიზმის ადმინისტრაციის მე-3 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

სუბარი IRI-ის შედეგებზე: შეუძლებელია, სერიოზული კომენტარი გავაკეთოთ მსგავს კვლევებზე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ის ყველა კვლევას ენდობა, რომლის შედეგები არჩევნების შედეგებს ერთხელ მაინც დაემთხვა, - ასე შეაფასა სოზარ სუბარი IRI-ის კვლევის შედეგებს

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სამუშაო ვიზიტით შვედი ექსპერტები იმყოფებიან
გიორგაძე - კონსულტაციების შემდეგ გადავწყვეტთ, რომელი მინისტრები დაესწრებიან პრეზიდენტის გამოსვლას

„შიდა კონსულტაციების შემდეგ, ჩვენ გადაწყვეტთ, ვინ იქნებიან ის მინისტრები, ვინც პარლამენტში პრემიერ-მინისტრთან ერთად პრეზიდენტის გამოსვლას დაესწრებიან“, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.

პრემიერი: მაქვს 2 თანამდებობა, პრემიერ-მინისტრის და სამთოსათხილამურო კურორტების პროექტების მენეჯერის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადები, საქართველოს მიზანია, ზამთრის სპორტის სახეობებში საერთაშორისო შეჯიბრს უმასპინძლოს, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მთის კურორტების მე-3 კონფერენციაზე სიტყვით გამომსვლისას განაცხადა.

2017 წლის სექტემბერში საქართველო „OGP“-ის თავმჯდომარე ქვეყნა გახდება

2017 წლის სექტემბერში საქართველო „OGP“-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.

თამბაქოს მოწევა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულების გარდა, ყველა ტიპის შენობაში აიკრძალება

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებების პაკეტს განიხილავს, რომელიც სახლისა და საპატიმრო დაწესებულებების გარდა, ყველა ტიპის შენობაში მოწევის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს.

ქუმსიშვილი: საქართველოს ნამდვილად გააჩნია ყველა პოტენციალი, რომ გახდეს ოთხი სეზონის სამთო კურორტი

„საქართველოს ნამდვილად გააჩნია ყველა პოტენციალი იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ოთხი სეზონის სამთო კურორტი", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციაზე მედიასთან საუბრისას განაცხადა.

 

„ხალხის პარტია“ ოპოზიციურ პარტიებს „მეორე არხის“ გადასარჩენად ერთობლივი ბრძოლის წარმოებას სთავაზობს
II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი ავღანეთშია
მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics