ქეთევან ციხელაშვილი ლავროვის ვიზიტზე: ეს არის კიდევ ერთი, მორიგი პროვოკაციული ნაბიჯი რუსეთის მხრიდან
„ეს არის კიდევ ერთი, მორიგი ღია პროვოკაციული ნაბიჯი რუსეთის მხრიდან“, - ასე შეაფასა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სოხუმში 18-19 აპრილისთვის დაგეგმილი ვიზიტი.