|
2017-04-16 23:13:02, 2680 ნახვა
მსოფლიო
რეფერენდუმი თურქეთში - საკონსტიტუციო ცვლილებებს 51,34 %-მა მხარი დაუჭირა
თურქეთში დღეს რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის თანახმადაც მოსახლეობა მმართველობის მოდელს ირჩევდა. ამ დროისთვის თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილეთა ხმების 99%-ია დათვლილი. საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს 51,34 %, ხოლო წინააღმდეგია 48,66 %. რეფერენდუმში მონაწილეობა 55 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. იმ შემთხვევაში, თუ ხმების სრულად დათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობამ სარეფერენდუმო შეკითხვას დადებითად უპასუხა, რეჯეფ თაიფ ერდოღანს საშუალება მიეცემა, ქვეყანას 2029 წლამდე უხელმძღვანელოს. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რეფერენდუმის შედეგები პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმსა და იმ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს მიულოცა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერდნენ. პრეზიდენტს სატელეფონო საუბარი ჰქონდა მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ ლიდერ ბინალი ილდირიმთან, „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის“ თავმჯდომარე დევლეთ ბახჩელისა და „დიადი ერთიანობის პარტიის“ თავმჯდომარე მუსტაფა დესთიჯისთან. საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრეები ფიქრობენ, რომ მმართველობის ახალი ფორმა ქვეყნის მოდერნიზებას შეუწყობს ხელს და რეფორმების პროცესს დააჩქარებს. მოწინააღმდეგეები კი თვლიან, რომ ცვლილებები ხელისუფლების ძალაუფლებას გაზრდის. თუ მოქალაქეები კონსტიტუციის ცვლილებას დათანხმდებიან, პრეზიდენტის უფლებამოსილება გაფართოვდება. კერძოდ კი: პრეზიდენტს უფლება ეძლევა პირდაპირ დანიშნოს უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირები, მათ შორის მინისტრები; მას უფლება ეძლევა დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ვიცე-პრეზიდენტი; უქმდება პრემიერ-მინისტრის თანამდებობა; პრეზიდენტს უფლება ექნება ჩაერიოს სასამართლო სისტემის საქმიანობაში; პრეზიდენტი გადაწყვეტს, გამოაცხადოს თუ არა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა. „ადრე რამდენიმე რეფერენდუმი გვქონდა, მაგრამ ეს განსაკუთრებულია. რეფერენდუმი გაუხსნის გზას უფრო სწრაფად იქნეს მიღებული სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები. თურქეთი საკმარისად განვითარდა, მაგრამ მას ახალი იმპულსი სჭირდება", - აღნიშნა ერდოღანმა.
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)