|
2017-04-17 20:13:16, 1919 ნახვა
კომენტარი
ქეთევან ციხელაშვილი ლავროვის ვიზიტზე: ეს არის კიდევ ერთი, მორიგი პროვოკაციული ნაბიჯი რუსეთის მხრიდან
„ეს არის კიდევ ერთი, მორიგი ღია პროვოკაციული ნაბიჯი რუსეთის მხრიდან“, - ასე შეაფასა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სოხუმში 18-19 აპრილისთვის დაგეგმილი ვიზიტი. „რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან სოხუმში ეს არ არის პირველი ვიზიტი. ეს არის ეს არის კიდევ ერთი, მორიგი ღია პროვოკაციული ნაბიჯი. მე იმედს ვიტოვებ, რომ აფხაზური საზოგადოება გააცნობიერებს, რეალურად რა ვითარებაში იმყოფება დღეს რეგიონი, რას ნიშნავს აგვარი ვიზიტები და რუსეთის ექსკლუზიური გავლენა რეგიონზე, რომ საქმე გვაქვს ოკუპაციასთან და დე ფაქტო ანექსიის მცდელობასთან, როდესაც საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროზე რუსეთს აქვს ექკლუზიური გავლენა. ვფიქრობ,ეს ვიზიტიც სწორედ ამ ჭრილში შეიძლება იქნას განხილული“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. მან საქართველოს ხელისუფლების მიდგომასა და საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებაზეც ისაუბრა. „დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან შეფასება მხოლოდ ერთი, იმ პოზიციიდან გამომდინარე იქნება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რაც შეეხება საქართველოს პოზიციას - ჩვენ წლების განმავლობაში ვცდილობთ, დეოკუაპციასთან ერთად დეესკალაციის პოლიტიკაც გავატაროთ. ჩვენი გზავნილი რუსეთისა და დანარჩენი მსოფლიოს მიმართ არის გზავნილი, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული დაპირისპირებაში, რეგიონში უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი აქტორია და ერთადერთი, რასაც ჩვენ ვითხოვთ და ეს არის წითელი ხაზი - ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის პატივისცემაა“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომში გამარჯვებას ვერ შეძლებს
ტრამპსა და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, შესაძლოა Patriot-ის წარმოების ლიცენზია უკრაინას გადაეცეს
აშშ-ის სანქციების გამო, თურქეთმა ირანთან საავიაციო და საბანკო ურთიერთობების გაწყვეტა დაიწყო
ევროკავშირმა, საფრანგეთისა და ლუქსემბურგის ზეწოლის ქვეშ, უსმანოვისა და ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციები მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)