15:58 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-16 22:55:55, 709 ნახვა

ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა აღდგომის დღესასწაული აღნიშნეს

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში აღნიშნეს.

საზეიმო ლიტურგია ქართული ქვედანაყოფების კაპელანებმა, მამა დავითმა და მამა ზაზამ აღავლინეს. სააღდგომო ღვთისმსახურებას II  ქვეითი ბრიგადის 23-ე  და III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონების პირად შემადგენლობასთან ერთად, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული სხვასასხვა ეროვნების მარლთმადიდებლური აღმსარებლობის სამხედრო და სამოქალაქო პირებიც დაესწრნენ.

სააღდგომო მზადება ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა კაპელანებთან ერთად  წითელ პარასკევს დაიწყეს. მათ კვერცხები წითლად შეღებეს და საქართველოდან ჩატანილი ნაძვის და ბზის ნერგები წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოს ტერიტორიაზე დარგეს. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics