|
2017-05-24 01:36:27, 2540 ნახვა
მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხის დონე კრიტიკულამდე გაიზარდა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე, ტერორისტული საფრთხის დონე კრიტიკულამდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, საფრთხის დონის მატება იმის მიმანიშნებელია, რომ უახლოეს პერიოდში, მორიგი ტერაქტია მოსალოდნელი. ცნობისთვის, ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილება მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის შემდეგ მიიღეს. როგორც მედია წერს, ამ დრომდე, ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის - სერიოზული დონე მოქმედებდა, რომელიც 2014 წელს შემოიღეს და ის ტერაქტის რისკს, როგორც შესაძლებელს გულისხმობდა. შეგახსენებთ, რომ ქალაქ მანშესტერში ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა, 59 კი დაშავდა. აფეთქება პოპ მომღერალის არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა, თვითონ მომღერალი კი არ დაშავებულა. პასუხისმგებლობა მომხდარზე ISIS-მ აიღო. ტერაქტის ორგანიზატორის ვინაობა ცნობილია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)