|
2017-05-23 19:26:37, 1979 ნახვა
კომენტარი
გელა მიქაძის განცხადებით, მისთვის უცნობი იყო, რომ საუდის არაბეთში მის წინააღმდეგ სასამართლო დავა მიმდინარეობდა
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის დეპუტატ გელა მიქაძის განცხადებით, მისთვის უცნობი იყო, რომ საუდის არაბეთში მის წინააღმდეგ სასამართლო დავა მიმდინარეობდა. როგორც მიქაძემ აღნიშნა, სასამართლომ 7 წლის წინანდელ, მისთვის გაურკვეველ ამბავზე ედავება. „ამ საემიროს ჰყავს შეიხი, რომელიც თავად არის მოსამართლეც, პროკურორიც და ბრალმდებელიც, შესაბამისად ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად იყო გამოტანილი. სასამართლომ 7 წლის წინანდელ და ჩემთვის გაურკვეველ ამბავზე მედავება“, - განუცხადა გელა მიქაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს. მიქაძის თქმით, ის ფლობდა კომპანიას, რომელიც 2010 წელს გაყიდა და ამ დრომდე ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ ყოფილა. მისივე ინფორმაციით, კონკრეტულ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მისი ადვოკატი განცხადებას დღეს გააკეთებს.
ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის
შიო III - სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ
სუროგაცია საპატრიარქოსთან შეთანხმებით და მღვდლების ინიციატივით იკრძალება
შსს და პროკურატურა 225 ახალი ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვას ₾12.7 მილიონად გეგმავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



