სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ყატარში ექსპორტზე ქართული პროდუქცია გავიდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის “აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულების ფარგლებში ქართულმა კომპანია „იუვის ბერის“-მა (Uvie's berries) ლურჯი მოცვი, პომიდორი, ქინძი, ოხრახუში, კამა და სხვა სახის მწვანილი ყატარში ექსპორტზე გაიტანა.