05:59 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-04 12:35:31, 2748 ნახვა

მსოფლიო
რაქაში ჯიჰადისტებთან ბრძოლა მიმდინარეობს - სამხედრო ძალებმა ძველი უბნის კედელი გადალახეს და ქალაქში შეღწევა შეძლეს

სირიის ქალაქ რაქაში ჯიჰადისტებთან ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილმა სირიის დემოკრატიულმა ძალებმა ძველი უბნის კედელი გადალახეს და ქალაქში შეღწევა შეძლეს. 

მედიის ცნობით, ერთობლივი სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ქალაქი რაქა სირიის დემოკრატიული ძალების მიერ ალყაშია მოქცეული.

შეგახსენებთ, რომ "ისლამურმა სახელმწიფომ" ქალაქი 2014 წელს დაიკავეს და ე.წ. სახალიფოს დედაქალაქად გამოაცხადა. ამ დროისთვის რაქაში 4 ათასამდე ჯიჰადისტი იმყოფება. ქალაქის გასათავისუფლებლად სამხედრო ოპერაცია 6 ივნისს დაიწყო. 

ცნობისთვის, გაერო-ს მონაცემებით, ივნისში ისლამისტებმა 173 მშვიდობიანი მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს. “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები მოქალაქეებს ქალაქის დატოვების საშულებას არ აძლევენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics