|
2017-07-04 13:25:29, 1961 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანმა ანტიგუა და ბარბუდას სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის წარმატებული რეფორმა გააცნო
იუსტიციის მინისტრმა და მინისტრის მოადგილეებმა ანტიგუა და ბარბუდას ინფორმაციის, ტელეკომუნიკაციისა და ინფორმაციული ტექნოლოგიის მინისტრს ქართული რეფორმები გააცნეს. თეა წულუკიანმა, გოჩა ლორთქიფანიძემ, მიხეილ სარჯველაძემ და გიორგი პატარიძემ მელფორდ ნიკოლასს სახელმწიფო სერვისების სფეროში საქართველოს გამოცდილება გაუზიარეს. მათ სტუმარს იმ ნაბიჯების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რამაც სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველოს წარმატება განაპირობა. საუბარი შეეხო, აგრეთვე, მიწის კადასტრის საკითხებს. სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის მხრივ საქართველო სამაგალითოა არა მხოლოდ რეგიონული, არამედ მსოფლიო მასშტაბით. სერვისების ხელმისაწვდომობას დიდ ქალაქებში − იუსტიციის სახლები, რაიონულ ცენტრებში კი, საზოგადოებრივი ცენტრები უზრუნველყოფენ. რაც შეეხება პატარა სოფლებს, მათთვის იუსტიციის სამინისტროსა და „ლიბერთი ბანკის“ ერთობლივი პროექტი − „ლიბერთი ექსპრესის“ მობილური ფილიალები ფუნქციონირებენ, რომლებიც მოსახლეობას სწრაფად და კომფორტულად აწვდიან სახელმწიფო სერვისებს. საქართველოში სახელმწიფო სერვისები ხელმისაწვდომია ელექტრონულადაც. მოქალაქის პორტალი MY.GOV.GE. რიგით მოქალაქესა თუ ბიზნესის წარმომადგენელს 70-ზე მეტ საჯარო ინფორმაციას და მომსახურებას დისტანციურად აწვდის 408 უწყებიდან; ელექტრონული სერვისებით სარგებლობა 24/7 რეჟიმშია შესაძლებელი (24 საათი, კვირაში 7 დღე). იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების გარდა, პორტალზე ხელმისაწვდომია შს სამინისტროს; ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მომსახურების სააგენტოს; განათლების სამინისტროს სერვისები. იუსტიციის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ანტიგუა და ბარბუდას ინფორმაციის, ტელეკომუნიკაციისა და ინფორმაციული ტექნოლოგიის მინისტრი იუსტიციის სახლს და ეროვნული არქივის პავილიონსაც ესტუმრება, რომელიც იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გაკეთდა − აქამდე ეროვნულ არქივს არასდროს ჰქონია საკუთარი საგამოფენო სივრცე. შეხვედრები დაგეგმილია სერვისების განვითარების სააგენტოსა და საჯარო რეესტრში, მონაცემთა გაცვლის სააგენტოში. (NS)
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)