|
2017-07-04 13:42:16, 2006 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“ საბოლოო სამუშაო ვერსიას გაეცნო
თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილე ირაკლი ლექვინაძესთან ერთად, „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“ საბოლოო სამუშაო ვერსიას გაეცნო. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, საუბარი პრიორიტეტულ ღონისძიებებსა და მათი განხორციელების გზებს შეეხო. ჩატარდა პრეზენტაცია და მოეწყო დისკუსია. აღნიშნულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში, ქალაქ თბილისისთვის „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“ (GCAP) შემუშავების მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა თბილისის მერიასთან ერთად დაიქირავა საკონსულტაციო კომპანიები „EMPRESS“ და „ENVIROS“. სამოქმედო გეგმა აერთიანებს ქალაქის სტრატეგიულ მიმართულებებსა და პრიორიტეტულ ღონისძიებებს, რომელთა დაგეგმვაში ჩართული იყო სხვადასხვა დაინტერესებული მხარე. „ჩვენ მოვისმინეთ პრაქტიკულად ყველა მიმართულებით ის აქტივობები და ინიციატივები, რომელიც მომავალში შეიძლება იქნას განხორციელებული. სექტემბრამდე გვაქვს დრო, რომ აღნიშნულმა დოკუმენტმა კიდევ ერთხელ გაიაროს რევიზია მერიის სამსახურებში და ფინანსური ნაწილი იქნას დახვეწილი. ასევე თვითონ სამოქმედო გეგმის ძირითადი პრინციპები გავლილი იყოს საკრებულოს წარმომადგენლებთან და საბოლოოდ ჩვენ მივიდეთ იმ ფინალურ ვერსიამდე, რომელიც მოგვცემს სრულ სურათს, თუ რა უნდა გავაკეთოთ მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში იმისათვის, რომ თბილისმა მიაღწიოს იმ მიზანს, რასაც ჰქვია მწვანე ქალაქი“,- განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ. „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმზე“ მუშაობა 2016 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს. (NS)
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)