10:36 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
დევნილებს სახლების მიღებასთან დაკავშირებით განცხადებების შევსება ელექტრონულად შეეძლებათ

დევნილებს სახლების მიღებასთან დაკავშირებით განაცხადების შევსება ცენტრალურ ოფისებში მიუსვლელად, იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით, ელექტრონულად  შეეძლებათ.

 

„ტერაბანკი“: ყოველგვარი კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილ მეანაბრეს ბანკის მხრიდან ზიანი მიადგა, სიცრუეა

„ტერაბანკი“ იურიდიული ფირმა BLB-სა და ყოფილი მეანაბრის მხრიდან, ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

 

საქართველოს მთავრობამ მეფუტკრეობის მხარდამჭერი ახალი სახელმწიფო პროგრამა მიიღო
დიმიტრი ქუმსიშვილი: ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის 6 თვის გეგმა 100%-ით შესრულდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულმა ჯამურმა ხარჯმა 6 თვეში შეადგინა 5 315,0 მლნ ლარი, რაც 6 თვის გეგმის 95%, ხოლო წლიური გეგმის 46,6%-ია.

 

ქუმსიშვილი: ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 6 თვეში 4 748,2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 105,4%-ია

„ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური აქტივობიდან გამომდინარე, გაზრდილია ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებიც, რომლის მაჩვენებელმა 6 თვეში 4 748,2 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმის 105,4%-ია, ხოლო გასული წლის მაჩვენებელს 14,2%-ით აღემატება", - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

 

სოზარ სუბარი: რატომღაც გვგონია, რომ ყოველი ახალი ბანერის დადგმა, ახალი ოკუპაციაა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, საზღვრების გადმოწევა და ოკუპაცია ყველაზე მტკივნეული თემაა, თუმცა მიაჩნია, რომ ის არასწორ კონტექსტში შუქდება ხოლმე.

 

თეა წულუკიანმა სოფელ კოხნარში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
ინდოელი ქალი ქართველ მესაზღვრეებს რასიზმში ადანაშაულებს - „არავინ იმსახურებს ისეთ მოპყრობას, როგორც მე მომექცნენ“

ინდოელი ქალი ხუშბუ კაუშალი საქართველოს ელჩს არჩილ ძულიაშვილს ღია წერილით მიმართავს და საქართველოს მესაზღვრეებს რასიზმში ადანაშაულებს.

 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის ინიციატივით კონფერენცია გაიმართა

„საქართველოს პარლამენტის როლი OGP-ის სამოქმედო გეგმის განხორციელებისთვის“ ამ სახელწოდებით, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, მინსკში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში, კონფერენცია გამართა. 

სუბარი: წინა ხელისუფლების სურვილის მიუხედავად, კალაძე მათ მხარეს ყოფილიყო, ის დაჩაგრული ადამიანების გვერდით დადგა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველივე ტურში კახი კალაძის გამარჯვებაში დარწმუნებულია. 

 

აჭარის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორების 15%-იანი ზრდაა
ქუმსიშვილი: ეკონომიკის ზრდას ფისკალურ პოლიტიკაში განხორციელებულმა რეფორმებმა და საგარეო სექტორის დასტაბილურებამ შეუწყო ხელი

ეკონომიკის ზრდას ხელი შეუწყო ფისკალურ პოლიტიკაში განხორციელებულმა რეფორმებმა და საგარეო სექტორის დასტაბილურებამ", - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც მან 2017 წლის 6 თვეში ეკონომიკაში არსებული დინამიკა და ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები შეაჯამა.

 

პრეზიდენტმა 170 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ", რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 170 პირი.

 

სოზარ სუბარი: არჩევნების გაყალბება და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება 2012 წელს დამთავრდა

„არჩევნების გაყალბება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება 2012 წელს დამთავრდა, მას შემდეგ მსგავსი რამ არ ყოფილა და არც მომავალში მოხდება”,-ამის შესახებ  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

თბილისის ზღვაზე ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა.

 

ალავიძე თვითმმართველობის რეფორმაზე: კარგი იქნებოდა პრეზიდენტს ჩვენთვისაც მოესმინა, სხვებს რომ ხვდებოდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, სამწუხარო იქნება, თუ პრეზიდენტი „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს“ ვეტოს დაადებს.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics