|
2017-07-06 12:45:51, 2198 ნახვა
პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის ინიციატივით კონფერენცია გაიმართა
„საქართველოს პარლამენტის როლი OGP-ის სამოქმედო გეგმის განხორციელებისთვის“ ამ სახელწოდებით, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, მინსკში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში, კონფერენცია გამართა. დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ საპარლამენტო ასამბლეის დელეგატებს და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელს, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები გააცნო და განსაკუთრებული ყურადღება, პარლამენტის როლსა და მის ჩართულობაზე გაამახვილა. სოფიო ქაცარავამ დემოკრქტიული რეფორმების მნიშვნელობაზე და საქართველოში ამ მიმართულებით გატარებული წარმატებული რეფორნების შესახებ ისაუბრა. დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ერთგულია ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. “საქართველო მიისწრაფვის ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსის სრულფასოვანი წევრობისკენ და იმის ფონზე, რომ საქართველოს 20 % ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთიის მიერ, საქართველო აგრძელებს მშვიდობიანი გზით კონფლიქტის მოგვარებას და დემოკრატიის კონსოლიდაციას. აუმჯობესებს ეკონომიკურ მდგომარეობას და იცავს ეუთოს მიერ აღიარებულ პრინციპებს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციებს შორის თანამშრომლობზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ OGP-ის თემაზე გამართული ღონისძიება ამ თანამშრომლობის კარგი მაგალითია. პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძრვანელის, სოფიო ქაცარავას ინიციატივით ჩატარებულ ღონისძიებას, სოფიო ქაცარავა, ირინე ფრუიძე, გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელი, დორის ბარნეტი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, გიორგი წერეთელი წარუძღვნენ. ღონისძიებაზე ძირითადი პრეზენტაცია ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინე ფრუიძემ გამართა, რომელმაც დეტალურად ისაუბრა სამოქმედო გეგმის მომზადებასა და მასში მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის საკითხებზე. „ღონისძიებაზე საქართველოს პარლამენტის ღია და გამჭვირვალე მმართველობის სამოქმედო გეგმა წარვადგინე, რასაც საინტერესო დისკუსია მოყვა. დელეგაციის წარმომადგენლებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გავუზიარეთ და განვიხილეთ თუ რა გეგმები გააჩნიათ ჩვენ ქვეყნებს რომ ხელი შეეწყოს ღია მმართველობის განვითარებას მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ირინე ფრუიძემ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია ხუთი დღის განმავლობაში იმუშავებს. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ განსახილველ საკითხს უსაფრთხოების კომიტეტში რეზოლუცია წარმოადგენს, სადაც საუბარია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შესახებ და აფხაზეთსა და სამხეთ ოსეთში ადამიანის უფლებების ვითარებაზე. როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ განმარტა, რეზოლუციაში აისახება ის მოწოდება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ შეთანხმებას შეეხება. საქართველოს პარლამენტიდან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას სოფიო ქაცარავა, გიორგი წერეთელი, არჩილ თალაკვაძე, გიორგი ვოლსკი და ირაკლი ბერაია ესწრებიან.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)