09:43 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ნიკი ჰეილი: აშშ-ი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს

გაეროში ამერიკის შეერტებული შტატების ელჩის ნიკი ჰეილის განცხადებით, ამერიკა მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს.

დოლარი დღეს 2.3980 ლარი ღირს

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.

მექსიკაში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა

მექსიკის ჩრდილოეთ ნაწილში, ლას ვარას დასახლებაში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

რუსეთის საგარეო: თბილისის ბრალდება, რომ სამხრეთ ოსეთი სასაზღვრო ნიშნებს საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში ამონტაჟებს, პროვოკაციაა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ სასაზღვრო ნიშნების გამო გამოთქმულ პრეტენზიებს აბსურდულს უწოდებს, - ამის შესახებ საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული.

გონიოში, ზღვაში 25 წლამდე ასაკის მამაკაცს ეძებენ

გონიოში, ზღვაში 25 წლამდე ასაკის მამაკაცს ეძებენ. 

6 ივლისის ანონსი

10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

ზურაბ აბაშიძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე, სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ სანაპირო ზოლზე არსებულ ბანერებს და ამკრძალავ ზოლებს, არ გაცდნენ მაშველთა პატრულირების არეალს და არ შევიდნენ წყალში ნასვამ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე.

 

კობახიძე: კონსტიტუციის ახალი პროექტი ვინმეს მიერ ავტოკრატიის შექმნის მცდელობას გამორიცხავს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციის ახალი პროექტით ავტოკრატიული მმართველობის დამყარების საშიშროება გრძელვადიან პერსპექტივაში გამოირიცხება.

 

ადიგენში, ჰესის არხში 8 წლის ბავშვი და მისი მამიდა დაიხრჩვნენ

ადიგენში მუნიციპალიტეტში 8 წლის ბავშვი და მისი მამიდა ჰესის არხში დაიხრჩვნენ.

 

კობახიძე: რამდენიმე უმნიშვნელო გამონაკლისის გარდა, ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია გავითვალისწინეთ

„ჩვენი მთავარი მიზანი იყო ისეთი კონსტიტუციის შექმნა, რომელიც ხელს შეგვიშლის ავტოკრატიის დამყარებაში და ეს ახალი პროექტი იძლევა ამის საუკეთესო საშუალებას. ეს არის ძალიან დემოკრატიული კონსტიტუცია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, სტრასბურგში განაცხადა, სადაც ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა გააცნო.

 

გიორგი ჩერქეზიშვილი: თბილისსა და ბათუმს შორის ავიამიმოსვლის დაწყება შიდა ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია

„ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს ადგილობრივი ფრენების განვითარებას, ასევე მნიშვნელოვნად გაიზრდება ტურისტული ნაკადების მოძრაობა“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა თბილისსა და ბათუმს შორის ავიამიმოსვლის დაწყების შესახებ კომენტარის დროს განაცხადა. 

ტომას მარკერტი: ქართული პოლიტიკური ძალების ამოცანაა, კონსენსუსს მიაღწიონ

ვენეციის კომისიის მდივნის თომას მარკერტის განცხადებით, ქართული პოლიტიკური ძალების ამოცანაა, კონსენსუსს მიაღწიონ.

საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საკანონმდებლო ორგანოები ევროკავშირში გაწევრიანებას მოითხოვენ

საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საკანონმდებლო ორგანოები ევროპარლამენტს თხოვნით მიმართავენ, რომ 3 ასოცირებული ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს, - ამის შესახებ ინფორმაცია მოლდოვას პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

 

სუს-მა ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ვეტერანების საქმეთა სამსახურის თანამშრომელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი  თამაზ ინალიშვილი დააკავეს.

 

აუქციონზე 50 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics