|
2017-07-06 12:44:07, 887 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორების 15%-იანი ზრდაა
ივნისში, აჭარის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით მეტი ვიზიტორი ესტუმრა. აჭარის ტურიზმის დეპარტმანეტის ინფორმაციით, ცენტრების მომსახურებით რეგიონის მასშტაბით 10 808 ადამიანმა ისარგებლა. ჯამში კი, 2017 წლის იანვარ-ივნისში ცენტრებს 25 517 ვიზიტორი სტუმრობდა, რაც გასულ წელთან შედარებით 11%-იან მატებას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორების უმრავლესობას ძირითადათ პოლონელი, უკრაინელი, რუსი, თურქი და ისრაელელი ტურისტები წარმოადგენენ. ისინი აჭარის ტურისტული ღირსშესანიშნაობებით და რეგიონში არსებული გასართობი ტურისტული ობიექტებით ინტერესდებიან. განსაკუთრებით, კი ყურადღებას მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე ამახვილებენ. წინა წელთან შედარებით გაზრდილია ვიზიტორების რაოდენობა მთიანი აჭარის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებშიც. გასული წლის 6 თვესთან შედარებით ცენტრებში ტურისტების მიმართვიანობა 86%-ითაა გაზრდილი. ზაფხულში ტურისტებს აჭარაში ჯამში 9 საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი ემსახურება. ისინი ბათუმსა და ყველა მუნიციპალიტეტშია განლაგებული, სადაც აჭარის ტურისტული პროდუქტების, მთიანი აჭარის ტურების, გასართობი ტურისტული ობიექტებისა თუ ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მეცხრე ცენტრი წელს ბათუმი ცენტრალში გახსნა. საბაგიროსა და ბათუმის აეროპორტის საინფორმაციო ცენტრები 24 საათის განმავლობაში ემსახურება ვიზიტორებს, რკინიგზის სადგურში გახსნილი ახალი ცენტრი კი ღამის რეისების დროსაც მუშაობს. ცენტრებში მოქმედებს ცხელი ხაზიც 577909093. (NS)
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)