19:31 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ გვწამს ჩვენი ევროპული მომავლის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის პატივს სცემს ბრიტანელი ხალხის არჩევანს, მაგრამ ამავდროულად, მიაჩნია, რომ მშვიდობისა და თანამშრომლობის ევროპულ პროექტს ალტერნატივა არა აქვს და აუცილებლად გაგრძელდება.

 

გიგი წერეთელი: რუსული დელეგაციის მხარდაჭერა ჩემთვის მოულოდნელი იყო

„ვერ გეტყვით, თუ რა ტაქტიკური სვლაარუსული დელეგაციის მხრიდან, ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“  წევრმა გიგი წერეთელმა ეუთოს სესიის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მოგერინი: ასოცირების სრული ამოქმედებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უფრო ღრმავდება

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები უფრო  ღრმა და ფართო ხდება“,-ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარის  ფედერიკა მოგერინის განცხადებაშია აღნიშნული. 

 

რომის პაპი: საქართველოსა და აზერბაიჯანში ვიზიტით მინდა ავამაღლო იმედი და მშვიდობა

საქართველოსა და აზერბაიჯანში ვიზიტით მინდა ავამაღლო იმედი და მშვიდობა, - ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ქადაგების დროს განაცხადა.

 

გიორგი მარგველაშვილი პედრო აგრამუნტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პედრო აგრამუნტს შეხვდა.

 

იანოშ ჰერმანი: აღფრთოვანებული ვართ იმ მიღწევებით, რომელიც საქართველომ განახორციელა

„ვაფასებთ იმ ძალისხმევას, რომელსაც საქართველო და ქართველი ხალხი ახორციელებს“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანიმა ასოცირების სრულად ძალაში შესვლასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

ლინას ლინკევიჩიუსი საქართველოს ასოცირების შეთანხმების ამოქმედებას ულოცავს

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი საქართველოსა და მოლდოვას ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედებას ულოცავს.

 

დავით ბაქრაძე: საქართველოს განვითარებისთვის ასოცირების შეთანხმება ძალიან კარგი რეცეპტია
დარჩიაშვილი: რუსეთი წერეთლის კანდიდატურას მხარს უჭერს იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაიცვას

საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, რუსეთის დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურას მხარს იმიტომ უჭერს, რომ ისინი საქართველოში იმყოფებიან და ცდილობენ „კეთილი ბიძიების“ როლი მოირგონ.

 

იტალიის თავდაცვის მინისტრი: საქართველო მნიშვნელოვნად მიიწევს წინ ნატოსკენ მიმავალ გზაზე

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი იტალიელ კოლეგას რობერტა პინოტის შეხვდა.

 

გიორგი კვირიკაშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა

საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგი და რეგიონში არსებული ვითარება იყო  საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის  შეხვედრის მთავარი თემები.

 

რუსეთი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურას მხარს დაუჭერს

რუსეთის დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, - ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება.

 

მიხეილ ჯანელიძე: ასოცირების შეთანხმება ევროპული სახელმწიფოს შექმნის საშუალებას გვაძლევს

ჩვენ დღეს ერთად ძალიან მნიშვნელოვან დღეს ავღნიშნავთ. ძალაში შევიდა ასოცირების შეთანხმება და ეს ძალიან დიდი მიღწევაა,  - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გერმანელ კოლეგასთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება სრულად ამოქმედდა

საქართველო-ევროკავშირის  ასოცირების შესახებ შეთანხმება სრულად ამოქმედდა.

ჯონ ქერი საქართველოს 6 ივლისს ეწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი საქართველოს 6 ივლისს ეწვევა.

 

პედრო აგრამუნტი: ევროპის საბჭო მყარად დგას საქართველოს გვერდით

ევროპის საბჭო მყარად დგას საქართველოს გვერდით, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პედრო აგრამუნტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics