17:52 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-07 19:04:43, 677 ნახვა

პოლიტიკა
კალაძემ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ნინო ჭკუასელი წარადგინა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა კახი კალაძემ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის ახალი კანდიდატი წარადგინა. 

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, აღნიშნულ რაიონებში მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ჭკუასელი იქნება. ამასთან, ვიცე-პრემიერმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ მას პრემიერის ნაცვლად მოუწია კანდიდატის წარდგენა.

"როგორც იცით პრემიერი ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს მასპინძლობს და ეს ვიზიტი ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანია. გიხდით ბოდიშს, რომ პრემიერი დღევანდელ ბრიფინგს ვერ დაესწრო", - აღნიშნა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, აქამდე ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი თეიუმურაზ ჭკუასელი იყო.

"ბატონი თეიმურაზ ჭკუასელის ნაცვლად წარმოიგიდგენთ ქალბატონ ნინო წილოსანს, რომელიც ძალიან წარმატებული ადამიანია. ის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრი გახლავთ, გავლილი აქვს პოლიტიკის კურს ოქსფორდის უნივერსიტეტში, მას აქვს ბიზნეს სექტორში საქმიანობის გამოცდილება და წლების განმავლობაში "ელექტროვაგონშემკეთებელი" ქარხნის საფინანსო ეკონომიკური განყოფილების უფროსი იყო, დღეს კი ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა", - განაცხადა კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრის თქმით, მაჟორიტარობის ახალი კანდიდატი ნინო ჭკუასელი ლანჩხუთელია და მას რაიონის მოსახლეობა კარგად იცნობს. ვიცე-პრემიერმა ახალ კანდიდატს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ ის კარგი მაჟორიტარი დეპუტატი იქნება.

"რაც შეეხება ბატონ თემურს, ის რჩება ჩვენი გუნდის წევრად, ასევე იქნება საპარლამენტო სიის წარმომადგენელი და ჩვენთან ერთად გამარჯვებისთვის ბრძოლას გააგრძელებს. მე მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ერთად, აუცილებლად გავიმარჯვებთ", - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics