|
2020-03-25 17:38:32, 3486 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - „ერთიანობა გაცილებით ძნელია, როცა არაკეთილსინდისიერი ჟურნალისტები გვყავს“
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსთან დაკავშირებულ ბრიფინგზე, ერთ-ერთი ჟურნალისტს კითხვაზე თუ რატომ მიმართავს ეროვნული კრიზისის დროს ამ ტონით რეპორტიორს მიუგო, რომ - „ამ დროს ერთად უნდა ვიდგეთ, ხოლო ერთიანობა გაცილებით ძნელია როცა არაკეთილსინდისიერი ჟურნალისტები გვყავს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. დონალდ ტრამპმა , ერთ-ერთ ბრიგინგზე გამოსვლისას ეპიდემიის აფეთქების შეფასების დროს , მალარიის საწინააღმდეგო წამალ „ქლოროფინის“ შესახებ ისაუბრა, როგორც შესაძლო გამოსავალზე. „ამან შესაძლოა გაამართლოს, შესაძლოა არა. მე ჭკვიანი ბიჭ ვარ, დასაკარგი არაფერი გვაქვს“, - ასე აფასებდა წამლის შანსებს, კორონავირუსთან ბრძოლაში აშშ-ს პრეზიდენტი. თუმცა ტრამპის წინათგრძნობა, რომელსაც ის ასე ხშირად ეყრდნობოდა ხოლმე, მეცნიერებმა უარყვეს. ეროვნული ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა ფაუჩიმ განაცხადა, რომ „ქლოროფინის“ კორონავირუსთან საბრძოლო პრეპარატად მიჩნევა სასაცილო იყო. „მე ვფიქრობ, ეს ნივთიერება იქნება უვნებელი, თუმცა ჯერ ჩემი თეორიის დამტკიცებას ვარ მიჩვეული“, - განაცხადა ფაუჩიმ. ამის შემდეგ, კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე, რეპორტიორის დასმულ კითვაზე, თუ რას ეტყოდა პრეზიდენტი შეშინებულ ხალხს, ტრამპმა უპასუხა, რომ ის საშინელი რეპორტიორი იყო. „მე ხშრად ვყოფილვარ მართალი და შენ უნდა გრცხვენოდეს“, - უპასუხა ტრამპმა. ხოლო ამის შემდეგ, სხვა რეპორტიორებმა ჰკითეს თუ რატომ ესაუბრებოდა რეპორტიორს ასეთი ტონით, ეროვნული კრიზისის დროს, ტრამპმა კი უპასუხა რომ არაკეთილსინდისიერი ჯურნალისტები ყავს თეთრ სახლს. „მე დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს პიტერთან და ვფიქრობ, რომ ის ცუდი ურნალისტია. ამ დროს ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ თუმცა ერთიანობა გაცილებით ძნელია როცა არაკეთილსინდისიერი ჟურნალისტები გვყავს“, - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს მორიგი ბრიფინგის დროს განუცხადა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)