|
2026-10-03 23:31:52, 1433 ნახვა
პოლიტიკა
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
დღეს, 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური ე.წ არჩევნები გაიმართა. არჩევნებს არცერთი საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია არ ესწრებოდა. არჩევნებს არ აკვირდებოდა ავტორიტეტული ადგილობრივი ორგანიზაციები. არჩევნები არ გაუშუქებია არცერთ კრიტიკულ მედიას. ზოგიერთ უბანში „ქართული ოცნება“-მ 100 % მიიღო მაგალითად ახმეტის საარეჩევნო ოლქში. ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით: ახმეტის საარჩევნო ოლქში ლევან ითიურიძე („ქართული ოცნება“) ლიდერობს 115 ხმა (100%); დმანისში ვაჟა ნონიაშვილმა („ძლიერი საქართველო – ლელო“) 2 ხმა მიიღო (1.504%), ირაკლი სარსევანიძემ („ქართული ოცნება“) 131 ხმა (98.496%); წალკაში ზაზა შანთაძე („ძლიერი საქართველო-ლელო“) – 14 ხმა (3.263%); ნანული ხინიკაძემ („ქართული ოცნება”) – 415 ხმა (96.737%); ვანის საარჩევნო ოლქში ბექა კოპალაძემ („ძლიერი საქართველო-ლელო“) 57 ხმა (12.838%) მიიღო, ვაჟა ხელაძემ („ქართული ოცნება“) – 387 ხმა (87.162%). შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 225-ს შეადგენს. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 50-მა ამომრჩეველმა მიმართა.
სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა
პენიტენციური სამსახური – მე-6 დაწესებულების სამი მსჯავრდებულის დეესკალაციის საკნებში გადაყვანა უკავშირდება დაწესებულების თანამშრომლებზე თავდასხმას
სალია - პატიმრის შემოწმებასა და დათვალიერებას, ამ პროცედურას კი გიორგი დავითაძე ეწინააღმდეგებოდა
მოსკოვში მიტინგზე დაახლოებით 60 ადამიანი დააკავეს, რომლებიც სკანდირებდნენ „სამართლიანი არჩევნებისთვის“ და „ძირს მეფე“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)