12:55 - 02 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-02 12:08:29, 276 ნახვა

სამართალი
პატიმარი გიორგი დავითაძე - გამაუპატიურეს, 10-მა კაცმა, ბადრაგებმა

რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების პატიმარმა, გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე თქვა, რომ ბადრაგებმა გააუპატიურეს.

"დეესკალაციაში ჩამიყვანეს და გამაუპატიურეს - თითით, ხელით. ამას ვამბობ ჩემი ოჯახის თანდასწრებით. ბატონო მოსამართლევ, ჩანს, როგორ აკეთებს ამ მოძრაობას ჩემს საჯდომთან - ამ დროს მატყუებს, რომ თითქოს, შარვალი აქვს ჩახდილი, მაგრამ თითი აქვს შეყოფილი. ამაზე მეტი კაცს რა უნდა გაგიკეთონ. გამაუპატიურეს, 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. კამერაში ეს ყველაფერი ჩანს. კამერების ქვეშ აკეთებენ ყველაფერს, სპეციალურად ისე დგანან, რომ არ გამოჩნდნენ, მაგრამ მაინც ვერ ფარავენ.

ექსპერტიზების მოთხოვნის შემდეგ, ჩემზე იცით როგორი ძალადობა დაიწყო, ვერ წარმოგიდენიათ [...] სუიციდის მცდელობა მქონდა, იმიტომ რომ როგორია, გაგაუპატიურონ და ყოველდღე ისევ იმ ბადრაგებს უყურო". - ამბობს პატიმარი

პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახი აცხადებს, რომ რუსთავის ციხეში დაკავებულს ბადრაგებმა სცემეს და მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა სისტემატურად ხორციელდება. გიორგი დავითაძე, საკრებულოს ყოფილი წევრი, ავთანდილ დავითაძის შვილია

 ოჯახის ინფორმაციით, ინციდენტი დეკემბერში მოხდა, რა დროსაც ბადრაგის 9 თანამშრომელმა პატიმარი დეესკალაციის ოთახში ჩაიყვანა და მასზე იძალადა. გიორგის დედა, ირმა დავითაძე ამბობს, რომ ძალადობა პოლიციის მოქმედი თანამშრომლის დავალებით ხდება, რომელსაც გიორგი დავითაძის სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს, და მოითხოვს მის სასწრაფო გადაყვანას სხვა დაწესებულებიდან

 ავთანდილ დავითაძის განცხადებით, პატიმარს ცივ ზამთარში შეგნებულად უთიშავდნენ გამათბობელს და პულტს ჯიბეში იდებდნენ, რამაც მისი შვილის ჯანმრთელობის მძიმე შერყევა გამოიწვია.

 

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
ლაშა ფარულავა - 2027 წლის ბიუჯეტი ივანიშვილის ჩინოვნიკების კეთილდღეობის პროექტია, ქართველი ხალხის ხარჯზე
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics