|
2026-10-03 23:21:08, 1429 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და ასევე საზოგადოებისთვის მტკივნეული საკითხია ფასები, რაც პირდაპირ აწვება ადამიანის ჯიბეს, – ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო "პირველი არხის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, გასულ წელს იყო საკმაოდ მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი კონკრეტულად სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე, რაც მედიკამენტებთან ერთად ადამიანებისთვის მთავარი პროდუქტია. „დაახლოებით 8%-იანი ინფლაციის მაჩვენებელი იყო შარშან. 8%-იანი ინფლაცია არის საკმაოდ დიდი, მიუხედავად იმისა, რომ შარშანაც ხელფასის საშუალო მატებამ გადაასწრო ფასების მატებას, ამის მიუხედავად ადამიანებისთვის ტვირთად იქცა დამატებით საშუალო 8%, რომელსაც ისინი იხდიდნენ გასული წლის განმავლობაში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებში. საბოლოო ჯამში, იმ პროცესმა, რომელიც დავიწყეთ, ეს პროცესიც თავის ტკივილი იყო, როდესაც ფასებს ეხები, ურთულეს პრობლემას ეჯახები ერთი მარტივი მიზეზის გამო, ზოგადად, ეკონომიკურად ასეა, რომ ფასები ყოველ წელს იზრდება. არ არსებობს ქვეყანა, სადაც ფასები მცირდება. შეიძლება იყოს 1 წელი, მაქსიმუმ 2 წელი დეფლაცია, სხვა შემთხვევაში უკლებლივ ყველა ქვეყანაში ყოველწლიურად ფასები იზრდება და ეკონომიკურად მიიჩნევა, რომ ოპტიმალური მაჩვენებელი ფასების ზრდის არის 3%, თუმცა, რა თქმა უნდა, ადამიანებისთვის, საზოგადოებისთვის, ეს 3%-იც მტკივნეულია. ამიტომ, ხელისუფლება ეჯახება ისეთ პრობლემას, რომელიც პრინციპულ გადაწყვეტას არ ექვემდებარება. არ არსებობს ქვეყანა, სადაც ყოველწლიურად, საშუალოდ 2-3%-ით მაინც მინიმუმ არ იზრდება, პირიქით, 2-დან 3%-მდე ზრდა კონკრეტულად, მათ შორის სურსათზე და უალკოჰოლო პროდუქტებზე ითვლება, რომ არის ყველაზე ჯანსაღი ზრდა. 2%-ზე ნაკლები არაჯანსაღიც არის, არასასურველია. წარმოიდგინეთ, ასეთი პარადოქსული მოვლენაა, რომ წესით 2-3%-ით ყოველ წელს უნდა იზრდებოდეს სურსათზე ფასები, რაც მტკივნეულია საზოგადოებისთვის და შენ გამოდიხარ ამ დროს ინიციატივით, რომ მაქსიმალური საპირისპირო ზემოქმედება განახორციელო ფასებზე“, – განაცხადა პრემიერმა.
პენიტენციური სამსახური – მე-6 დაწესებულების სამი მსჯავრდებულის დეესკალაციის საკნებში გადაყვანა უკავშირდება დაწესებულების თანამშრომლებზე თავდასხმას
სალია - პატიმრის შემოწმებასა და დათვალიერებას, ამ პროცედურას კი გიორგი დავითაძე ეწინააღმდეგებოდა
მოსკოვში მიტინგზე დაახლოებით 60 ადამიანი დააკავეს, რომლებიც სკანდირებდნენ „სამართლიანი არჩევნებისთვის“ და „ძირს მეფე“
სალია პატიმარ დავითაძეზე - გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა გამოყენებული პროპორციული ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)