|
2020-03-24 17:55:02, 2827 ნახვა
მსოფლიო
შესყიდვების მენეჯერების ინდექსი იაპონიაში, ინგლისსა და ევროზონის ქვეყნებში კრიტიკულად მცირდება
ეკონომიკაზე კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ზეგავლენა მას შემდეგ უფრო მკაფიო გახდა, რაც უდიდესი ბიზნესები იაპონიაში, ინგლისსა და ევროზონაში კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანამ დახურა მაღაზიები და სხვადასხვა დაწესებულებები, შეზრუდეს, აკრძალეს ავიამიმოსვლა და უკიდურეს ზომებს მიმართეს იმისთვის, რომ კორონავირუსის გავრცელება შეენელებინათ, რამაც მათი ქვეყნების ეკონომიკაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. ამან გამოიწვია ის, რომ შესყიდვების მენეჯერების ინდექსი (PMI) ბოლო ათწლეულის განმავობაში ყველაზე მეტად დაეცა. ამ ფონზე ბრიტანეთის flash PMI მომსახურების სექტორისთვის, რომელიც რესტორნებს, სასტუმროებსა და ბანკებს მოიცავს და ინგლისის ეკონომიკის თითქმის 80%-ს შეადგენს, 50.0-დან 35.7-ზე დაეცა. აღსანიშნავია ისიც, რომ ინდექსის ამგვარი ვარდნა ბევრად აღემატებოდა 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს ინდექსის შემცირებას. საუბრობენ იმაზეც, რომ ამის მიზეზია სერვისების მიწოდების შეწყვეტა და ის, რომ საქონელზე მოთხოვნა მცირდება. ინდექსი რეკორდულად შემცირდა გერმანიაშიც და მან 34.5-ს მიაღწია მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებელი თებერვალში 52.5 იყო. ევროზონაში კი, შესყიდვების მენეჯერების ინდექსი 51.6-დან 31.4-მდე შემცირდა. იაპონიის მომსახურების სექტორის PMI 35.8-მდე დაეცა, წინა თვეში კი ეს ინდექსი 47.0 იყო. ეკონომისტები მსოფლიო მასშტაბით ალაპარაკდენენ იმაზე, რომ იაპონიაში ინდექსის ამგვარი ვარდნა შემაშფოთებელია, რადგან სხვა ქვეყნებთან შედარებით იაპონიაში კორონავირუსთან ბრძოლის დროს შედარებით მსუბუქი შეზღუდვები გამოიყენეს. ამიტომ ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ევროზონის ქვეყნებში ეს ინდექსი მომდევნო კვირების განმავლობაში უფრო მეტად დავარდება.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)