|
2020-03-11 13:57:56, 3556 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ მიღებულმა სანქციებმა, ირანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინდუსტრია დაანგრია
აშშ-ს მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციების გამო, ირანის ნავთობპროდუქტების მეოთხედი უმოქმედოა. აშშ-ს სანქციებმა ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინდუსტრია დაანგრია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს. ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები ითვალისწინებს რეგიონში თეირანის ბირთვული ამბიციებისა და ზეგავლენის შემცირებას. ასევე, ირანის ბალისტიკური სარაკეტო პროგრამის შეჩერებას. სანქციები დონალდ ტრამპმა ირანს 2018 წლიდან დაუწესა. რითიც ირანი აიძულა, რომ დღეში ორ მილიონ ბარელზე ნაკლები ნავთობი გამოიმუშაოს, რადგან მსოფლიო მასშტაბით ქარხნებმა შეწყვიტეს მისი ნავთობის შეძენა. სანქციების გამო ირანის ნავთობკომპანიები იძულებულები გახდნენ თანამშრომელთა რაოდენობაც შეემცირებინათ. 2019 წლის კონაცემებით, ნავთობკომპანიებში დასაქმებული იყო 2 800 ადამიანი მაშინ, როდესაც მათი რიცხვი 2017 წელს 9 300-ს შეადგენდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)