|
2020-03-09 14:28:18, 3602 ნახვა
მსოფლიო
2014 წელს უკრაინაში მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე სასამართლო წარმოება დაიწყო
ჰააგაში მალაიზიური ბოინგის MH17 უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოვარდნის საქმეზე სასამართლო წარმოება დაიწყო. სასამართლომ ინტერესიდაგ გამომდინარე, მეტი ტევადობის შენობა 1 წლით დაიქირავა. სხდომას ესწრებიან დაზარალებული სტატუსის მქონე ოჯახები. გამოძიებამ უკვე დაადგინა, რომ რუსული წარმოშობის Bukh Telar რაკეტა რომლითაც სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, კურსკიდან, რუსეთის 53-ე საჰაერო სარაკეტო ბრიგადიდან გაისროლეს. შეგახსენებთ, რომ ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით მფრინავი მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავი MH17 აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საზღვართან რაკეტით 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს. ბორტზე 298 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი 10 000 მეტრ სიმაღლეზე მიფრინავდა, როდესაც რაკეტამ ააფეთქა. დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი. ივნისში ჰოლანდიელი გამომძიებლებით დაკომპლექტებულმა გუნდმა განაცხადა, რომ 2014 წელს უკრაინაში მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებელი ოთხი პირი გამოავლინეს. ბრალდებულებიდან სამი რუსია - იგორ გირკინი, სერგეი დუბინსკი და ოლეგ პულატოვია, ხოლო ერთი უკრაინელი ლეონიდ ხარაჩენკო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)