|
2020-03-02 11:23:22, 2589 ნახვა
მსოფლიო
კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო, ჩინეთის ქარხნები კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა
ჩინეთში საწამოო სექტორში საქმინობა ბოლო 16 წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი ტემპით დაეცა. შემცირდა ახალი შეკვეთები, ამ ყოველივეს კი, კორონავირუსის გამო შეზღუდვების დაწესებას უკავშირებენ. ეს ტენდენცია აჩვენა ორშაბათს Caixin– ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ. PMI, ჩინეთის გენერალური წარმოების შესყიდვების მართვის ინდექსი, წარმოების სექტორში მოქმედი პირობების სურათს გვთავაზობს, რომელმაც აჩვენა, რომ ჩინეთის წარმოების სექტორმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს, 40.3-ს მიაღწია, რაც 2004 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებლია. Caixin– თან საუბრისას ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყნის ოფიციალური წარმოება PMI თებერვალში 35,7 – ჯერ შემცირდა. CEBM Group– ის თავმჯდომარე და მთავარი ეკონომისტი, ჟონგ ჟენგშენგი CEBM Group– სთან საურობს იმაზე, რომ თებერვლის მაჩვენებელი იმაზე ბევრად უარესი იყო, ვიდრე 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის დროს. მისივე თქმით, მკვეთრი ვარდნა ქვეყნის ეკონომიკური აქტივობითაა განპირობებული, რომელიც შეფერხდა კორონავირუსის ეპიდემიით. ჟონგი იმაზეც საუბრობს, რომ მწარმოებლები დიდი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ. მწარმოებელთა თქმით, ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილება, დროებით შეეჩერებინა საქარმოების მუშაობა, მნიშნვნელოვან ზიანს აყენებს ქარხნებს. გარდა ამისა, მოგზაურობის შეზღუდვამ და ტურისტების ნაკადის შემცირებამ, შრომითი ბაზარსაც მიაყენა ზიანი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)