00:29 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-25 00:07:32, 3037 ნახვა

მსოფლიო
ნაფიცმა მსაჯულებმა ჰარვი ვაინშტეინი გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს

ნაფიცმა მსაჯულებმა კინოპროდიუსერი ჰატვი ვაინშტაინი ორ ეპიზოდში სცნო დამნაშავედ. ეს არის გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პროდიუსერი ნიუ-იორკის უზენაესმა სასამართლომ დანმაშავედ ორ საქმეზე ცნო - მას სხვადასხვა ქალებთან მესამე ხარისხის სიმძიმის გაუპატიურება [Third Degree Rape] და პირველი ხარისხის სიმძიმის სექსუალური ძალადობა [First Degree Criminal Sexual act] დაუტმკიცდა.

ამ საქმეებზე განსაზღვრული სასჯელის ვადა შემდეგნაირად გამოიყურება:

მესამე ხარისხის სიმძიმის გაუპატიურების დამტკიცება 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო პირველი ხარისხის სიმძიმის სექსუალური ძალადობის დამტკიცება მინიმუმ 5-წლიან და მაქსიმუმ 25-წლიან პატიმრობას.

2017 წელს სტატიები იმის შესახებ, რომ ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი წლების განმავლობაში ბოროტად იყენებდა თავის მდგომარეობას და ახალგაზრდა მსახიობ ქალებს სექსუალური ხასიათის ქმედებებისკენ უბიძგებდა, თითქმის ერთდროულად ორმა წამყვანმა ამერიკულმა გამოცემამ - The New York Times-მა და The New Yorker-მა გამოაქვეყნა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics